ბლოგი:
ივნისი 30, 2013
ავტორი Anika
ზაფხულს ბევრ სხვა დადებით მხარესთან ერთად (შემაწუხებელ სიცხეს და დაქვეითებულ შრომისუნარიანობას თუ არ ჩავთვლით) კიდევ ერთი “პლიუსი” აქვს: ამ პერიოდში თმას ამოსუნთქვის და დასვენების საშუალება შეგვიძლია მივცეთ. თუ შემოდგომა-ზამთარი (და გაზაფხულიც) უმეტეს ჩვენგანს სალონში სულ მცირე კვირაში ერთხელ სიარული და თმების ფორმაში მოყვანა გვიხდება, ზაფხულის პერიოდში ამ ყველაფრისგან შეგვიძლია დროებით დავისვენოთ, ფულიც დავზოგოთ და რაც მთავარია, თმას სარეაბილიტაციო პერიოდი მოვუწყოთ.
სალონში ხშირ და სისტემატურ სიარულს, მართალია, ფრიად სასიამოვნო ვიზუალური ეფექტი აქვს, მაგრამ თმის მდგომარეობისთვის ეს პროცედურები არც თუ ისე სახარბიელოა - მეტიც, საზიანოა. სალონში თმებზე ჩატარებული პროცედურებისგან ძირითადად, ორი ტიპის დაზიანება შეიძლება მივიღოთ: ქიმიური და სითბური. მოდით, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული და გავერკვეთ, როგორ შეგვიძლია ასეთი დაზიანებების დროს თმას სახლის პირობებში “ვუმკურნალოთ”.
ქიმიური დაზიანება - ქიმიურად დატვირთული ისეთი პროცედურები, როგორიცაა ბევრი ჩვენგანის საყვარელი “მელირება” და თმების გასწორება თმის ღერებს ბუნებრივ ტენიანობას აცლის და მას გამომშრალ და მსხვრევად მდგომარეობაში ტოვებს. “ამ დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები თმაში აღწევენ და დამცავ, ცხიმოვან შრეს სრულიად შთანთქავენ, არადა სწორედ ეს ცხიმოვანი შრე უნარჩუნებს თმებს კვებას და ბზინვარებას”, ამბობს Procter & Gamble-ის მთავარი მეცნიერი ემილი ოვერტონი.
რით ვუშველოთ ქიმიურად დაზიანებულ თმებს: სპეციალისტები გვირჩევენ, კვირაში ერთხელ, სახლის პირობებში, ორთქლის პროცედურა ჩავიტაროთ, რომელიც კანის გააჯანსაღებს და კონდენციონერს თმების მაქსიმალური რეაბილიტაციის შესაძლებლობას მისცემს. რა უნდა ვქნათ: შამპუნით თმის დაბანის შემდეგ, სველ თმაზე გადავისვათ ღრმა კონდიციონერი პროტეინის და ცხიმ-მჟავების შემადგენლობით (საუკეთესო შემთხვევაში). მიკროტალღურ ღუმელში სამი წუთით გავაცხელოთ დიდი ჯამით წყალი, შემდეგ რეზინის ხელთათმანებით (ხელები რომ არ დაგვეწვას) საშუალო ზომის პირსახოცი ჩავალბოთ ამ გაცხელებულ წყალში. პირსახოცი გავწუროთ, სულ რამდენიმე წამით გავაგრილოთ და შემდეგ ტურბანის სტილში კონდიციონერწასმულ თმაზე შემოვიხვიოთ. დავიტოვოთ 5 წუთი და ჩამოვიბანოთ.
სითბური დაზიანება - ასეთ დაზიანებას თმის საშრობების და თმის დასახვევი უთოებისგან ვიღებთ და მისი შედეგების გამოსწორება შემდეგნაირად შეგვიძლია: თმის საშრობით გაშრობამდე, თმა პირსახოცით გაიმშრალეთ (უხეში მოძრაობების გარეშე, ნაზად) და სითბური ზემოქმედებისგან დამცავლი სპეციალური სპრეი გაისხით თმებში, რომელსაც პანთენოლი ექნება შემადგენლობაში. ამის შემდეგ, თმის გასაშრობად ისეთი საშრობი გამოიყენეთ, რომელიც სტაილინგისთვის მინიმალურ დროს საჭიროებს და თმა შეძლებისდაგვარად მცირე დროს იქნება ცხელი ჰაერის ჭავლის ქვეშ. გაშრობისას საშრობის ცხვირი შეძლებისდაგვარად მოშორებით გქონდეთ თმისგან.
და ბოლოს, ერთი ძალიან მარტივი ტესტი თმის მდგომარეობის შესაფასებლად: თმიდან ერთი ღერი ამოიძრეთ და ჩააგდეთ წლით სავსე ჭიქაში. რაც უფრო სწრაფად და ღრმად ჩაიძირება თმა, მით უფრო ნაკლებ პროტეინს და ტენიანობას შეიცავს ის. თუ ღერი არ ჩაიძირება და ტივტივს დაიწყებს, გილოცავთ, თქვენ ჯანმრთელი თმა გქონიათ.
მომდევო პოსტამდე,
ანიკა