წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

დეჰიდრატაციის არასასურველი შედეგები

ბლოგი:
იანვარი 15, 2016
ავტორი Anika
დამეთანხმებით ალბათ, რომ სიტყვა "დეჰიდრატაცია" - იგივე გაუწყლოვანება - საკმაოდ ნეგატიურად ჟღერს, ამ მდგომარეობის მიღწევა კი ორგანიზმის მიერ საკმაოდ მარტივად შეიძლება მოხდეს: თუ თქვენ სხეულში არსებული სითხის 1.5 %-ს დაკარგავთ, უკვე საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციასთან გაქვთ საქმე. დეჰიდრატაცია შესაძლოა ბევრმა ფაქტორმა განაპირობოს, ხოლო მისი შედეგები მერწმუნეთ, ნამდვილად არ არის სახარბიელო.

გაუწყლოვანების ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შედეგი პირის ღრუს უსიამოვნო სურნელია. ექიმების თქმით, ნერწყვს მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, ხოლო ვინაიდან დეჰიდრატაცია ნერყვის შემცირებას იწვევს, ასეთ დროს ბაქტერიები ადვილად მრავლდება პირის ღრუში, შედეგად კი უსიამოვნო სუნი შეიძლება მივიღოთ.

crave-sugar-400x400

დეჰიდრატაცია, ხშირად, შიმშილის შეგრძნებაში შეიძლება აგვერიოს - ხშირად როცა გაუწყლოვანებული ვართ, ტკბილისადმი საოცარი ლტოლვა გვიჩნდება. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გაუწყლოვანებულ მდგომარეობაში ვარჯიში: ამ დროს ორგანიზმი გლიკოგენს (შენახულ ნახშირწყლებს) უფრო სწრაფად მოიხმარს, შესაბამისად თქვენი მარაგი ნაადრევად ამოიწურება. ამიტომაც, ასეთ დროს, როგორც კი ვარჯიშს დაასრულებთ, უცებ გაგიჩნდებათ ნახშირწყლების ძლიერი მოთხოვნილება, რათა გახარჯული მარაგი აინაზღაუროთ.

წყლის ნაკლებობა ორგანიზმში პირდაპირ აისახება თქვენს ფიზიკურ აქტივობაზე: 2%-იანი გაუწყლოვანება 10%-ით შემცირებულ ათლეტურ შესაძლებლობებს იძლევა. და რაც უფრო მეტად გაკლიათ წყალი, მით უფრო რთული ხდება ორგანიზმისთვის ვარჯიში.

dries-your-skin-400x400

ჯანსაღი და ლამაზი კანისთვის საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება უმნიშვნელოვანესია. როგორ კი ორგანიზმს წყალი აკლდება, კანიც მომენტალურად სიმშრალისკენ იხრება. და თუ თქვენ ფიზიკურად აქტიური და/ან ყავის ინტენსიური მომხმარებელი ხართ, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი რაოდენობით უნდა მიიღოთ წყალი, ვინაიდან ვარჯიშის დროს ოფლი გამოიყოფა, ყავა კი ძლიერი შარდმდენია.

ამას გარდა, გაუწყლოვანება დაღლილობის შეგრძნებას იწვევს, ართულებს კონცენტრაციას, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და თავბრუსხვევის შეგრძნება. ამიტომაც, დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ მიღებული წყლის რაოდენობა - 2 ლიტრამდე წყალი, როგორც წესი, ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიზიკური აქტივობის და კოფეინის დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, მეტი ოდენობით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები