We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

დეკემბრის თვის კოსმეტიკური სიახლეები

_from blog_:
_December_ 24, 2013
_by_ Anika
ყოველთვიურ ტრადიციულ პოსტს ზამთრის სეზონისთვის ალბათ, ყველაზე სასიამოვნო სიახლეებით დავიწყებ, რომლებიც სააბაზანე ხაზებს ეხება - როცა გარეთ ყინავს, ცხელი და სურნელოვანი აბაზანის მიღება ერთ-ერთი ყველაზე “ნეტარი” პროცედურა უნდა იყოს. სწორედ ასეთი სიამოვნების მაძიებლებისთვის და მათთვის, ვინც წლების განმავლობაში Christian Dior-ის პოპულარული სუნამოს J’adore-ის თაყვანისმცემლებად ჩამოყალიბდნენ შეიქმნა ამ სუნამოს საფუძველზე საპონი, დეოდორანტი და ტანის ლოსიონი. ახალ ხაზში შხაპის გელიც და ილანგ-ილანგზე დამზადებული საპონიც შევიდა, რძეს, ტანის ლოსიონსა და დეოდორანტს კი ყვავილოვანი სურნელი აქვთ.

550x400_0x59f91261_12145653351387263178

ამ ტენდენციას არც მეორე საკულტო ფრანგული სახლი ჩამორჩა და საახალწლოდ ფანებს Chanel-ის ლეგენდარული N5-ის სურნელზე დამზადებული სააბაზანე ხაზი მოუმზადა სიურპრიზად. ამ ხაზში 7 სხვადასხვა პროდუქტი შევიდა: თმის სპრეი, საპონი, ტანის ემულსია, აბაზანის ქაფი და ზეთი, შხაპის კრემ-გელი და დეოდორანტი.

ახლა სახის მოვლის საშუალებებზე გადავიდეთ.

550x400_0x59f91261_18909245821387198669

Darphin Ideal Resource-ის ახალი ღამის, აღმდგენი საცხი მაშინ მუშაობს, როცა თქვენ გძინავთ. სწორად შერჩეული ინგრედიენტების წყალობით (ნეროლის ეთერზეთი, თეთრი ჰიბისკუსის ყვავილის ექსტრაქტი), ეს ახალი საცხი ერთდროულად რამდენიმე პრობლემას აგვარებს: ატენიანებს კანს, კვებავს მას, კანის რელიეფს ასწორებს და მას მბზინვარებას ანიჭებს.

550x400_0x59f91261_2453593881387198478

ღამის აღმდგენ ახალ საცხს გვთავაზობს Biotherm-ის ბრენდიც. საცხი სახელწოდებით Blue Therapy ზღვის იშვიათი მინერალების კონცენტრირებულ ექსტრაქტზეა დამზადებული და ის კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს აუმჯობესებს, ღრმა, ასაკობრივ ნაოჭებსაც ასწორებს და ამასთან, პიგმენტაციასაც ებრძვის.

550x400_0x59f91261_7790998051387200087

წარბები, ალბათ, სახის ის მონაკვეთია, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ვუვლით. ამიტომაც, კოსმეტიკის სახლებმა ჩვენი სუსტი წერტილი გაითვალისწინეს და ორი საინტერესო სიახლე შემოვთავაზეს. პირველი მათგანი Vichy-ის თვალის და წამწამების შრატი Lift Activ Serum 10-ია, რომელიც უნივერსალურია იმ თვალსაზრისით, რომ თვალის გარშემო კანსაც უვლის და წამწამების სიჯანსაღეზეც ზრუნავს. როგორც მწარმოებელი გვარწმუნებს, ეს შრატი ძალიან მარტივი გამოსაყენებელია: მისი ერთი წვეთი ზედა და ქვედა ქუთუთოებზე უნდა დავიდოთ და შემდეგ ნაზად გადავინაწილოთ წამწამების სიგრძეზე. ინსტუქციის მიხედვით, შრატის წასმიდან 10 წუთში დაღლილი გამოხედვა ქრება - აი, ასეთი სასწაულმოქმედია ეს პროდუქტი გადმოცემით, მისი რეალურად გამოცდა კი უკვე ჩვენზე, მომხმარებელზეა.

550x400_0x59f91261_19541564351387202471

Givenchy-ის ბრენდმა კი კონკრეტულად წამწამების გელი გამოუშვა. ახალი პროდუქტი Lash Sparkles არა მოვლას, არამედ წამწამების დეკორატიულად გალამაზებას ისახავს მიზნად. სწორად მიხვდით: ის სწორედ საახალწლო მაკიაჟისთვის არის განკუთვნილი - მას მარტივად გადაისვამთ ტუშწასმულ წამწამებზე და სადღესასწაულო მაკიაჟიც მზადაა. თანაც, ეს გელი საკმაოდ მდგრადიცაა, ასე რომ 2-3 საათში მისი “ჩამორეცხვის” ნუ შეგეშინდებათ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





_OTHER BLOGPOSTS_