We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი?!

_from blog_:
_July_ 08, 2014
_by_ Anika
რამდენიმე დღის წინ Weleda-ს ციტრუსის დეოდორანტი შევიძინე: 30 მილიგრამიანი სპრეი, რომელიც ლიმნის ქერქის ზეთზეა დამზადებული და არ ახშობს ფორებს. აფთიქაში შესულს, ახალი დეოდორანტის ძიების პროცესში რამდენიმე მთავარი კრიტერიუმი მქონდა: არ უნდა ყოფილიყო ალუმინის მარილების, ფთალატების და სინთეზური არომატიზატორების შემცველი. მოკლედ, მაქსიმალურად ბუნებრივი პროდუქტი მინდოდა.

კომპანია Global Industry Analysts-ის პროგნოზებით, 2017 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით დეოდორანტების და ანტიპერსპირანტების შესაძენად ადამიანები წელიწადში 13.8 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავენ - სოლიდური თანხაა. ინდუსტრიის დინამიკა იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ პროდუქტებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია: სისუფთავის შეგრძნება ადამიანებისთვის სულ უფრო მეტად ღირებული ხდება. თუმცა, რის ხარჯზე და რა გზით ვიღებთ ამ "სისუფთავეს" ეს შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმა არც იცოდეს.

original-74-75-weleda-citrus-deodorant-spray-34-fl-oz perspirantdeodorantrollonwomen-vi

რა პრინციპული განსხვავებაა დეოდორანტსა და ანტიპერსპირანტს შორის? ანტიპერსპირანტები ოფლის გამოყოფას აჩერებენ, დეოდორანტები კი მხოლოდ უსიამოვნო სუნს აქრობენ. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ანტიპერსპირანტები საოფლე ჯირკვლების მოქმედებას ბლოკავენ გარკვეული პერიოდით, რაც, თავადაც მიხვდებით, დიდად მისასალმებელი და ჯანსაღი მეთოდი ნამდვილად არ არის. დეოდორანტებს კი მსგავსი მოქმედება არ აქვთ: ისინი აქრობენ იმ უსიმოვნო სუნს, რომელიც ბაქტერიების გამრავლების შედეგად ჩნდება - ეს ბაქტერიები კი ადამიანების მიკროფლორის ბუნებრივი კომპონენტებია. დეოდორანტში შემავალი ანტიბაქტერიული კომპონენტები აფერხებენ ბაქტერიების გამრავლებას და სულ ეს არის.

product_7550_large

შეიძლება თუ არა ანტიპერსპირანტების ყოველდღიური მოხმარება? სპეციალისტების პასუხი ამ კითხვაზე არის უარყოფითი - ანტიპერსპირანტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ. დილით, გასუფთავებულ კანზე გადაისვით მცირე რაოდენობა. არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ არტიპერსპირანტი სქლად და ჭარბად - ამან შესაძლოა შეშუპება გამოიწვიოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი პროდუქტები ეფექტურია მათ შემადგენლობაში შემავალი ალუმინის მარილების და ცინკის ხარჯზე, რომლებიც კანის ზედაპირზე სქელ, დამცავ ფენას წარმოქმნიან. ფორების ბლოკირებად კი შესაძლოა ანთებითი პროცესები გამოიწვიოს, რაც სასიამოვნო შედეგებამდე არ მიგვიყვანს.

დასკვნა: დეოდორანტი გაცილებით ჯანმრთელი არჩევანია. ხოლო თუ ცოტა მეტ თანხას დახარჯავთ და მაქსიმალურად ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ დეოდორანტს შეიძენთ, თავს გაცილებით უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობთ. მთავარია, თქვენთვის მისაღები არომატი შეიარჩიოთ: ნატურალური დეოდორანტები ხომ მცენარეულ ეთეზეთებზე მზადდება, რომლებიც ბუნებრივ ანტისეპტიკებს წარმოადგენენ. მათ კი მათთვის დამახასიათებელი უნიკალური სურნელი აქვთ. პირადად მე ციტრუსის სურნელი ძალიან მომწონს და მძაფრადაც არ მეჩვენება. თუმცა პოპულარული ციტრუსის გარდა, ასეთ პროდუქტებს ხშირად გვირილას, ლავანდის და კალენდულას ეთერზეთებზე ამზადებენ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_