ბლოგი:
აგვისტო 02, 2014
ავტორი Anika
არსებობს ისეთი ნიუანსები, რომლებიც მაკიაჟის თუ ვარცხნილობების შერჩევისას ან შეცვლისას შეიძლება ნაკლებ ეფექტური გამოდგეს - მეტიც, მათ შეიძლება ხელოვნურად ასაკი შეგვმატონ.
გრძელი თმა - ზოგადად, გრძელი და ჯანსაღი თმა ახალგაზრდობასთან არის ასოცირებული, მოკლე „ქალური ვარცხნილობები“ კი პირიქით მოწიფულ ასაკთან. თუმცა, ვინაიდან წლებთან ერთად სახის კანზე ცხიმოვანი მასა მცირდება, გრძელმა და სწორმა თმამ ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საპირისპირო შედეგი მოგვცეს და უფრო ასაკოვანი იერი შეგვძინოს. ასე, რომ გაითვალისწინეთ.
მუქი, შავი აილანერის ბოროტად გამოყენება - მუქი ჩრდილებით და ზოგადად, მუქად შეღებილი თვალები წლებთან ერთად შეიძლება საკმაოდ „საშიში“ იყოს. არაერთი ქალი, ასაკთან ერთად შეთხელებული წამწამების კომპენსირებას დიდი რაოდენობით თვალის შავი მაკიაჟის გამოყენებით ცდილობს. ამას საბოლოო ჯამში, მთელი ყურადღება თვალებზე და მის ირგვლივ არსებულ ნაოჭებზე გადააქვს. ამიტომაც, ვიზაჟისტები გვირჩევენ შავის ნაცვლად ყავისფერი ან ნაცრისფერი აილაინერი/ფანქარი გამოვიყენოთ - მშრალი და არავითარ შემთხვევაში თხევადი.
რუჯი - ლამაზი რუჯის მომხიბვლელობაზე არავინ დავობს, თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გარუჯვის სიყვარული ბოლოს ნაადრევ დაბერებამდე მიგვიყვანს. ულტრაიისფერი სხივები ხომ კოლაგენის ქსოვილებს აზიანებენენ, ეს ქსოვილები კი თავის მხრივ კანს ელასტიურობის შენარჩუნებაში ეხმარებიან. ამიტომაც, ექიმები რეკომედაციას უწევენ ფართო სპექტრის მზისგანდამცავი საცხების გამოყენებას, ყოველდღიურად, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე.
ტონალური საცხის ზედმეტად გამოყენება - წვრილი ნაოჭების დასაფარად დიდი რაოდენობით მაკიაჟის გამოყენება გამოსავალი ნამდვილად არ არის. პირიქით, ზედმეტად გამოყენებული ტონალური საცხი ასეთ ნაოჭებს კიდევ უფრო მეტად შესამჩნევს გახდის. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ტონალური საცხი ზომიერი რაოდენობით მოვიხმაროთ, თავი შევიკავოთ ფხვიერი პუდრას გამოყენებისგან, ტონალური საცხის ფერი იდეალურად შეესაბამებოდეს კანის ტონალობას.
„რუჟის“ ბოროტად გამოყენება - თუ თქვენ გგონიათ, რომ ბევრი „რუჟი“ ჩავარდნილი ლოყების ეფექტს მოგცემთ და ეს ყველაფერი სუპერმომხიბვლელ არსებად გაქცევთ, ძალიან ცდებით - ზედმეტად გამოყენებული „რუჟი“ უბრალოდ დაგაბერებთ და მეტი არაფერი. ამიტომაც, ვიზაჟისტები რეკომენდაციას უწევენ ბრონზერის გადასმას შუბლის ზედა ნაწილზე თმის ზონასთან და ყბის ძვლის გასწვრივ და შემდეგ უკვე მცირე რაოდენობით კრემოვანი ტექსტურის მქონე „რუჟის“ წასმას ყვრიმალების ქვეშ და სულ ეგაა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა