წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

დღესასწაულების შემდგომი განტვირთვა

ბლოგი:
იანვარი 17, 2017
ავტორი Anika
როგორია საშუალო სტატისტიკური დეკემბრის ბოლო დღეები? ვიპრანჭებით, ვლამაზდებით, ცოტას ვდიეტობთ კიდეც სასურველ კაბაში რომ კოხტად გამოვიყურებოდეთ - რატომაც არა. როგორ ვიქცევით იანვრის პირველი 2 კვირა? სუფრიდან სუფრაზე, კალორიებიდან კალორიებამდე, ვარჯიშის დრო არ გვაქვს, ძირითადად ნახშირწყლებს ვიღებთ, გვიან ვიძინებთ, ალკოჰოლზეც არ ვამბობთ უარს. როგორც ვგრძნობთ თავს იანვრის 15-16 რიცხვისთვის? გადაღლილი, შეშუპებული, სასწორზე დადგომის სურვილის გარეშე, რაც წონის გარდა კანის მდგომარეობაზეც აისახება და ზოგადად, ჩვენს განწყობაზე და ემოციურ მდგომარეობაზე. გამოსავალი? პასუხი მარტივია - დეტოქსი, მცირე სადეტოქსიკაციო რუტინა ისევ მწყობრში ჩასადგომად.

- კანის მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდა სხეულის გარედან გაჯანსაღებაში დაგვეხმარება. კანის ექსფოლიაცია (იგივე მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლება) და მშრალი ბრაშინგი (ჯაგრისით მასაჟი) იდეალურია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად  და მოღუშული და დაღლილი კანის გასაცოცხლებლად. დეტოქსიკაციის პერიოდში პირველი კვირის განმავლობაში მსუბუქი საექსფოლიაციო სახის ნიღბის გამოყენება ყოველ 2 დღეში ერთხელ არის შესაძლებელი, მომდევნო კვირიდან უკვე კვირაში ერთხელ რეჟიმს დაუბრუნდებით. გირჩევთ შხაპის ჯაგრისის შეძენას და ყოველდღიურად სხეულის ჯაგრისით დამასაჟებას, ტერფებიდან ზედა მიმართლებით.

move-your-body_0

- გასტრონომიული დეტოქსიკაცია. დაგროვილი ტოქსინებისგან ორგანიზმის გასაწმენდად, ექიმები შემდეგს გვირჩევენ: დილა ჭიქა წყაროს წყლით ან წინასწარ ადუღებული და გაგრილებული წყლით დავიწყოთ, რასაც ცოტაოდენ ცოცხლად გამოწურულ ლიმნის წვენს დავამატებთ. დეტოქსიკაციის პერიოდში უარი უნდა ვთქვათ ალკოჰოლის მიღებაზე და იდეალურ ვარიანტში კოფეინზეც. თუ ჩემ მსგავსად ყავის სრული უგულვებელყოფა გიჭირთ, იქნებ ფინჯანი მწვანე ჩაით ჩაანაცვლოთ, რომელიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი.

- თუ სახლის პირობებში აბაზანის მიღება შესაძლებელია, რეკომენდებულია წყალში 6-8 წვეთი პაჩულის, ლიმნის, გრეიფრუტის, გერანიუმის ეთერზეთის დამატება.

- და ბოლოს, ვარჯიში, რომელიც ნებისმიერ სადეტოქსიკაციო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ ინტენსიური კარდიო-ვარჯიშებისკან ამ პერიოდში დიდად არ მიგიწევთ გული, შეგიძლიათ იოგას ასანები აკეთოთ.

წარმატებები!

ანიკა

მსგავსი ბლოგები