ბლოგი:
იანვარი 08, 2016
ავტორი Anika
დღესასწაულებს უშედეგოდ არ ჩაუვლია: სასწორზე დადგომა ნაკლებ სასიამოვნო რიტუალად იქცა, უძილო ღამეები და ალკოჰოლი ჩვენს განწყობაზე, ჯანმრთელობაზე და კანზე შესაბამისად აისახა. ასეთ დროს, ძალიან კარგია მცირე მონაკვეთებად, დეტოქსიკაციების მოწყობა: ასე ორგანიზმს გაწმენდაში, დაგროვილი ტოქსინების გამოდევნაში, გუნება-განწყობის და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დავეხმარებით.
1. ფორთოხლის და ნიახურის კოქტეილი - ამ ძლიერი ანტიოქსიდანტი სასმელის ერთი ულუფის მოსამზადებლად 100 გრ. სტაფილო, 1/2 ფორთოხალი, 1/2 ვაშლი, 15 გრ. კოჭა, 5 მლ.სელის ზეთი და ცოტა დაფქული სელის მარცვლები დაგჭირდებათ. სტაფილოს, კოჭას და ვაშლს საშუალო სისქეზე გავხეხავთ და ოდნავ მოვაწურავთ ლიმონს. ფორთოხილიდან ბასრი დანით ამოვჭრათ რბილობი და ეს ყველაფერი მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოთ სელის ზეთი, დაფქული მარცვლები და 1 ჩ.კ. თაფლი და მაღალ სიჩქარეზე დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. შტოშის მორსი (გამაგრილებელი სასმელი) - 4 ულუფის მოსამზადებლად საჭიროა 400 გრ. შტოში, 100 გრ. ყავისფერი შაქარი და 100 გრ. თაფლი. შტოშს დავაბლენდერებთ და მიღებულ მასას საცერში დამატებით გავხეხავთ. გახეხილ პიურეს დროებით მაცივარში შევდგამთ, ხოლო დარჩენილ უხეშ ნაწილს 1.5 ლიტრ წყალს დავასხამთ, დავამატებთ შაქარს და საშუალო ზომის ცეცხლზე შევდგამთ დუღილის მდგომარეობამდე. ნახარშს გავაგრილებთ, დავამატებთ მაცივარში შენახულ შტოშის პიურეს და თაფლს და ავთქვეფთ მორსს.
3. კურკუმას რძე - ამ ე.წ. "ოქროს რძეს" ინდოელები სისტემატურად და მცირე რაოდენობით სვამენ. ღია ყვითელი შეფერილობის ეს სანელებელი, ტიბეტელების თქმით, სრულიად ჯადოსნური ფხვნილია და ძლიერი ანტიოქსიდანტია. 4 ულუფის მოსამზადებულად 1 ლიტრი რძე, 40 გრ. კურკუმას სანელებელი, დარიჩინის 4 ჯოხი, 2 ც. მიხაკი და 20 გრ. ნაღების კარაქი. კურკუმას დავასხათ მცირე რაოდენობით ადუღებული, გაგრილებული წყალი და მდოგვის მსგავსი მასა უნდა მივიღოთ. რძეს გავათბობთ დარიჩინთან და მიხაკთან ერთად, დავუმატოთ კარაქი და დაველოდოთ მის ბოლომდე გადნობას. მიღებული სითხე გავაგრილოთ, დავუმატოთ ცოტა თაფლი და მივირთვათ.
4. მოცვის კისელი - 200 გრ.მოცვი, 1/3 ჭიქა შვრია, 120 გრ. ყავისფერი შაქარი, 2 ცალი ლიმონი, 1 მწიკვი დარიჩინი, 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი. მოცვს ცოტა წყალი დავასხათ, დავაყაროთ შაქარი და ზომიერ ცეცხლზე შევდგათ. ლიმონისგან წვენი გამოვწუროთ, რბილობი ცალკე შევინახოთ. შვრია დავაბლენდეროთ მსუბუქად, დავუმატოთ მოცვს და ადუღებამდე მივიყვანოთ და გამოვრთოთ. მცირე რაოდენობის წყალში გავხსნათ სახამებელი და ეს სითხე ნელ-ნელა დავუმატოთ მოცვის და შვრიის სითხეს, ნელა ვურიოთ და დაახლოებით ერთი წუთით ცეცხლზე შევდგათ. მიღებულ კისელს მწიკვი დარიჩინი დავუმატოთ, დავახუროთ თავი და 15 წუთი გავაჩეროთ ასე, შემდეგ დავასხათ და მივირთვათ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა