წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

დღეში 10 ათასი ნაბიჯი - მითი თუ რეალობა

ბლოგი:
ივნისი 21, 2017
ავტორი Anika
წლის წინ იაპონელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჯანსაღი სხეულისთვის და სულისთვის დღის განმავლობაში სულ რაღაც 10 ათასი ნაბიჯის გავლა არის საჭირო, რისი მეშვეობითაც 3000 კკალ-ს დაწვას შევძლებთ. რა ხანია მსოფლიო ამ სტანდარტს მოერგო და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები რუდუნებით იცავენ ამ საკრალურ წესს.

ხუთი ათწლეულის შემდეგ ამერიკელმა მეცნიერებმა გაბედეს და ამომავალი ქვეყნის მკვლევარების მოსაზრებას შეეწინააღმდეგენ - არც ასე მარტივად არის საქმეო. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის, გრეგ ჰაგერის აზრით, 10 ათასი ნაბიჯი არამხოლოდ არანაირი სარგებლის მომტანი არ არის, არამედ მეტიც - ზიანის მოტანაც შეუძლია ორგანიზმისთვის, ასე განაცხადა პროფესრომა The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. როგორც პროფესორი ამტკიცებს, 10 ათასი ნაბიჯის სარგებლობის და მისი სავარაუდო ზიანის შესახებ კორექტული კვლევა არ ჩატარებულა, თანაც, მისი თქმით, იაპონიაში ეს წესი მოსახლეობის იმ ნაწილზე ვრცელდებოდა, რომელსაც ჭარბი წონა არ აწუხებდა. ამდენად, ამ მიდგომის სასარგებლო თვისებებზე საუბრისგან თავი უნდა შევიკავოთ.

რას ფიქრობენ ამ მიდგომის მხარდამჭერები? მათი მტკიცებით, გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის პასიურ ცხოვრებას, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვებისგან თავის შეკავებას. 10 ათასი ნაბიჯი პირდაპირი გაგებით არ უნდა მივიღოთ, ვინაიდან ყველა ორგანიზმი ინდივიდუალური და მიდგომაც შესაბამისი ესაჭიროება, ისევე როგორც ეს დღეში 2 ლიტრი წყლის შემთხვევაშია. ამდენად, კარგად უნდა ვიცოდეთ, რისი ატანა შეუძლია ჩვენს ორგანიზმს და რისი არა. ვიღაცისთვის 10 ათასი ნაბიჭი შესაძლოა ზედმეტად დიდი დატვირთვა აღმოჩნდეს, სხვისთვის კი სრულიად ადექვატური.

ამ დარგის სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, იდეალური ვარიანტი დღის განმავლობაში საშუალოდ 5-6 კილომეტრის გავლაა. თუმცა, ორგანიზმში აუცილებელი პროცესების ასამუშავებლად 2 კილომეტრიც საკმარისია, როგორც ისინი ამტკიცებენ. ნაბიჯებიც ყველას განსხვავებული აქვს: საშუალოდ ერთი ნაბიჯი ნახევარ მეტრს უდრის.

მსგავსი ბლოგები