წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

დიუკანის ახალი დიეტა

ბლოგი:
სექტემბერი 27, 2015
ავტორი Anika
ბევრი ჩვენგანისთვის სანუკვარი და საფიცარი დიეტის ავტორმა, ფრანგმა დიეტოლოგმა პიერ დიუკანმა ლეგენდარული დიეტის შექმნიდან 30 წლის შემდეგ მიმდევრებს ახალი დიეტა და წონაში კლების განახლებული მეთოდი შესთავაზა. სიტყვა "ახალი" ალბათ, დიდად შესაფერისი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება, ვინაიდან საქმე დიუკანის ძირძველი დიეტის ალტერნატივას, მის შედარებით უფრო მსუბუქ ვერსიას ეხება, რაზეც დიეტოლოგი მის მიერ გამოცემულ ახალ წიგნში "კვების კიბე: მეორე ფრონტი". თავად დიუკანის თქმით, მან ჭარბ წონასთან ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა, სადაც ისეთი ადამიანები შეძლებენ ასპარეზობას, რომელთაც მკაცრი ცილოვანი კვების რეჟიმის დაცვა უჭირთ, როგორც ეს ტრადიციულ ვარიანტში იყო. მართალიცაა - ცილოვან რეჟიმს დიდი მოტივაცია და ძლიერი ნებისყოფა ესაჭიროება. ახალ, დიეტის მსუბუქ ვერსიაში კი ექიმი გარკვეული "გადახვევების" უფლებასაც იძლევა, ჭიქა ღვინის, ყველის და ცოტა შოკოლადის სახით და გვარწმუნებს, რომ ამ ახალი რეჟიმის პირბებში კვირაში საშუალოდ 700 გრამს მოიკლებთ - ვფიქრობ, იდეალური შეთავაზებაა დაკლებული წონის მომავალაში შესანარჩუნებლად.

dukan-diet-phases

ახალ დიეტას "კიბე" იმიტომ ეწოდა, რომ კვების ამ რეჟიმში კვირა 7 საფეხურად არის დაყოფილი, რომელთაგან თითო საფეხური ერთ დღეს მოიცავს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ყოველდღიურად შეძლებთ ნებადართული საკვების დიაპაზონის გაფართოებას. მაგალითად, ორშაბათი ცილოვანი დღეა (დიეტური ხორცი, უცხიმო რძის პროდუქტები, ტოფუს ყველი, კვერცხი), სამშაბათს უკვე ბოსტნეულის დამატებაა შესაძლებელი (სახამებლიანი და პარკოსანი ბოსტნეულის გამოკლებით), ოთხშაბათს ხილს დაამატებთ, ხუთშაბათს - 2 ნაჭერ ცეხვილ პურს, პარასკევს - ყველის ნაჭერს, შაბათს - სახამებლიან ბოსტნეულს , ხოლო კვირას სადღესასწაულო ვახშამს მიირთმევთ.

მიღწეული შედეგის ანუ დაკლებული კილოგრამების სტაბილიზაციისთვის, ისევე როგორც ძველი დიეტის დროს, აქაც თითოეულ დაკარგულ კილოგრამზე 10 დღეს ითვალისწინებთ, რომელიც შაბათის დღის კვების რაციონს ითვალისწინებს. გარდა ამისა, შენარჩუნებულია ასევე სტაბილიზაციის ეტაპის კიდევ ერთი წესი: კვირის განმავლობაში ერთი ცილოვანი დღის მოწყობა, ყოველდღიურად შვრიის ქატოს მირთმევა და 20 წუთი ფეხით სიარული.

მოკლედ, ამ ეტაპზე ამ ახალ წიგნზე და დიეტაზე მხოლოდ ამ ინფორმაციის შეგროვება შევძელი: უფრო სიღრმისეულად დეტალებს მათი გაგებისთანავე გაგიზიარებთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები