ბლოგი:
დეკემბერი 04, 2015
ავტორი Anika
ახალი წლის ღამეზე უფრო სასიხარულო და სასიამოვნო სწორედ ის სამზადისია, რომელიც ამ დღესასწაულს უსწრებს წინ, თუმცა, ამ ხანგრძლივ პროცესში ძალიან ხშირად ერთი ნაკლებ სასიამოვნო გარემოება ამოხტება ხოლმე: ის 2-3 ზედმეტი კილოგრამი, რომელიც ცივი დღეების დადგომასთან ერთად ტკბილეულის გაძლიერებული მოთხოვნილების სავარაუდო სავალალო შედეგია. ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებით ბუნებრივია, ვერ შევხვდებით, ამიტომაც ასეთ დროს რამე ჯადოსნური, ექსპრეს-დიეტა გვესაჭიროება, რომელიც სანუკვარ საღამოს კაბაშიც ჩაგვატევს და თავსაც კარგად გვაგრძნობინებს. დღეს სწორედ ასეთ ექსპრეს-დიეტაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ცნობილი ფრანგი დიეტოლოგი პიერ დიუკანი გვთავაზობს.
ეს ექსპრეს-დიეტა რეალურად, დიუკანის უნიკალური დიეტის შემოკლებული, ფრაგმენტული ვარიანტია, რომელიც 2 კვირაზე არის გაწერილი. ვინც დიუკანის დიეტის ზოგად პრინციპებს იცნობთ, მისი დაცვა არ გაგიჭირდებათ.
2 კვირიდან პირველი 3 დღე ცილების დღეებია - ე.წ. შეტევის ფაზა. ცილოვანი პროდუქტების ჩამონათვალი არც თუ ისე მწირია, სადაც საქონლის, ქათმის, ინდაურის ხორცთან და თევზეულთან ერთად შესაძლებელია უცხიმო რძის პროდუქტების მირთმევაც. თანაც, რაც ყველაზე იმედისმომცემია, ეს ყველაფერი შეუზღუდავი რაოდენობით. არ დაგავიწყდეთ: ცილოვანი საკვები ყველაზე საფუძვლიანად ანაყრებს ჩვენს ორგანიზმს - საშუალოდ 4 საათით!
დიეტის მეოთხე დღეს ცილებს ბოსტნეულს ვამატებთ და დარჩენილი 10 დღე ცილების და ცილა/ბოსტნეულის მონაცვლეობით ვიკვებებით: ერთი დღე მხოლოდ ცილები, მეორე დღე ცილა+ბოსტნეული. დაპირების მიხედვით, პირველი სამი დღის განმავლობაში ერთი კილოგრამის დაკლებას შევძლებთ, მომდევნო 10 დღის შემდეგ კი დამატებით 2 კილოგრამის - ჯამში სულ 3 კილოგრამს დავიკლებთ ისე, რომ მათი უკან დაბრუნების არ შეგვეშინდება. თუმცა, მათ, ვისაც 3 კილოგრამზე მეტის დაკლება სურს, ეს დიეტა შედარებით ადრე უნდა დაიწყონ, სასურველ შედეგამდე რომ მივიდნენ: დიუკანის მტკიცებით, მეორე ფაზის პერიოდში ყოველ 5 დღეზე ერთი კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი.
დიეტის დროს 100-მდე დასახელების პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი:
სტეიკი, საქონლის ფილე, როსტბიფი, ენა, ხბოს ღვიძლი, შებოლილი ხორცი;
სხვადასხვა სახეობის თევზი, ორაგული და პალტუსი შესაძლებელია შებოლილ ფორმაშიც მივირთვათ;
ზღვის პროდუქტები;
ფრინველის ხორცი;
ქათმის და მწყერის კვერცხი;
უცხიმო რძის პროდუქტები (0%-იანი ცხიმიანბით);
ბოსტნეული: სატაცური, ბადრიჯანი, ჭარხალი, სტაფილო, ნიახური, კომბოსტოს ყველა სახეობა, კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, ისპანახი, მწვანე ლობიო, თალგამი, ბულგარული წიწაკა, გოგრა, მწვანე სალათის ფოთლები, სოკო, მწვანილი.
წარმატებებს გისურვებთ!
ანიკა