We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ძალღურძენასებრი ბოსტნეულის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები

_from blog_:
_August_ 15, 2017
_by_ Anika
ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ბოსტნეულებია და მათ სეზონის მიხედვით, საკმაოდ ინტენსიურად მოვიხმარ ხოლმე. თუმცა, ის, რომ ორივე ბოსტნეული ერთ - ძალყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნება, სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე. მათთან ერთად ამ ოჯახში კარტოფილი (ჩვეულებრივი და არა ტკბილი კარტოფილი) და ჩვეულებრივი წიწაკაც შედის თურმე, რომელთაც საქართველოში ასევე აქტიურად მოვიხმართ. რატომ გადავწყვიტე დღეს ბოსტნეულის ამ ოჯახზე საუბარი? ინტერნეტში საინტერესო პუბლიკაციას გადავაწყდი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ერთი შეხედვით მშვიდობიანი დაჯგუფება საკმაოდ არამეგობრული და რიგ შემთხვევებში ტოქსიკურიც შეიძლება იყოს ადამიანის ორგანიზმისთვის.

ძალყურძენასებრთა ოჯახის ზემოთნახსენები ბოსტნეული რეალურად, გასტრონომიული მოხმარებისთვის უსაფრთხო ჩამონათვალია,  თუმცა ამ უსაფრთხო სახეობებთან დაკავშირებითაც შესაძლოა არაერთი სერიოზული პრობლემა შეგვექმნას. კვლევების თანახმად, ადამიანთა დიდ ნაწილს ძალყურძენასებრთა ოჯახთან რაიპე ტიპის ჯანმრთელობის გართულებები არ აქვს, მაგრამ ეს კატეგორია საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანების იმ ნაწილისთვის, ვისაც ავტოიმუნური დაავადება აწუხებს ან რომლის საჭმლის მომნელებელი სისტემაც მგრძნობიარეა ამ ბოსტნეულისადმი.

BY25W0We4CD8FEKZgHDOVh

უსაფრთხო ზონას მიკუთვნებულ ადამიანებში კი არავითარი მიზეზი არ არსებობს ძალყურძენასებრთა ოჯახის "შავ სიაში" შესატანად. უფრო მეტიც, ის ნივთიერებები, რომლებიც ავტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებში ჯანრმთელობისთვის საფრთხეს ქმნის, ნეიტრალურ კატეგორიაში არაერთი სარგებლის მომტანიცაა. მაგალითად, კაპსაიცინი, რომელიც გამოირჩევა თავისი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით და რომელსაც დიდი ოდენობით შეიცავს წიწაკა. ასევე, ალკალოიდები, რომლებიც არაერთი დაავადების თერაპიის დროს გამოიყენება.

ადამიანების იმ ნაწილში, რომლებიც ზომიერად მგრძნობიარეები არიან ამ ოჯახს მიკუთვნებული ბოსტნეულისადმი, ექიმები შემდეგ პრევენციულ ზომებს უწევენ რეკომენდაციას: კარტოფილის მხოლოდ გათლილ მდგომარეობაში მირთმევა; კარტოფილი კარგად დამწიფებული უნდა იყოს (მოუმწიფებელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს ალკალოიდებს); ამ ბოსტნეულის თერმული გზით დამუშავება და საჭმელად ასე მომზადება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_