We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ძილის თავისებურებები და მისი კავშირი ჩვენს ჯანმრთელობასთან

_from blog_:
_June_ 02, 2017
_by_ Anika
ზურგზე წოლა ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა და დღემდე ასეა, თუმცა დღეისთვის ეს პოზა ყველაზე კომფორტულიცაა ჩემთვის ძილის დროს, ვინაიდან მხოლოდ ამ მდგომარეობაში არ ვგრძნობ წელის ტკივილს. ჩემ მსგავსად, ბევრ თქვენგანს ექნება ძილის დროს გამორჩეულად საყვარელი პოზა, თუმცა რა გავლენა აქვს ამა თუ იმ მდგომარეობას ჩვენს სხეულზე და ჯანმრთელობაზე ამაზე ალბათ ცოტას თუ გვიფიქრია.

ზურგზე დაწოლილი ძილით დავიწყოთ: ეს პოზა იდეალური ყოფილა სხეულის წონის დასაბალანსებლად, შიდა ორგანოების საჭირო მდგომარეობაში შესანრჩუნებლად და ზურგის და კისრის ტკივილის საპრევენციოდ. თუმცა, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მუხლების ქვეშ ბალიშის ამოდება - ასე ზურგის და წელის სწორ მდგომარეობაში შენარჩუნებას შევუწყობთ ხელს. ამ პოზაში ძილს არ ურჩევენ მათ, ვინც ხვრინვისკენაა მიდრეკილი: ასე თქვენი ხვრინვა შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ერთ-ერთ მხარზე წოლა, როცა მუხლები მოხრილია და ფეხებს შორის ბალიშია მოთავსებული მნიშვნელოვნად გვეხმარება ზურგის და წელის დაჭიმულობის მოხსნაში. ამ დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ბალიში, რათა თავი და კისერი ნეიტრალურ მდგომარეობაში იყოს. ამას გარდა, მარცხენა მხარზე წოლა ამცირებს გულძმარვას. საბედნიეროდ, უარყოფითი მხარეები ამ პოზას არ აქვს.

sleeping-in-your-stomach

მუცელზე წოლას რაც შეეხება, ამ მდგომარეობას რეკომენდაციას უწევენ ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილის შემთხვევაში - ექიმების თქმით ეს პოზა ხელს უწყობს დისკებს შორის არსებული სივრციდან სტრესის მოხსნას.

_OTHER BLOGPOSTS_