ბლოგი:
თებერვალი 28, 2016
ავტორი Anika
საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ დღის ბოლოს, როცა ქანცგაცლილი ხარ და ერთადერთი რაზეც გეფიქრება, ფუმფულა ბალიშზე თავის დადებაა, მარტივი არ არის სავალდებულო რუტინის დაცვა და ძილის წინა თავის მოვლის რიტუალების რუდუნებით შესრულება. მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, დაღლა რამდენიმე წუთით დავივიწყოთ და ღამის საათებს შეიარაღებული და მომზადებული შევხვდეთ. რა არ უნდა დაგვავიწყდეს ძილის წინ - რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი ექიმ-დერმატოლოგისგან, რომლებიც სილამაზის შენარჩუნებაში დაგვეხმარება:
1. კომბინირებული კანის შემთხვევაში, ისეთი ღამის თავის მოვლის საშუალებები უნდა შევარჩიოთ, რომლებიც ანტიოქსიდანტებს (A, E, C ვიტამინებს) და რეტინოლს შეიცავენ. ღამის განმავლობაში ძილის დროს ასეთი პროდუქტები კანს აქერცვლაში, კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებაში დაეხმარება. შედეგად, ღამის განმავლობაში კანის სტრუქტურა გასწორდება.
2. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, უმჯობესია, ალფაჰიდროქსიმჟავებზე დამზადებული შრატები და საცხები გამოიყენოთ. ვიდრე თქვენ გძინავთ, ისინი კანის იმ უჯრედებს დაათხელებენ, რომლებიც კანის ნორმალურ განახლებას უშლიან ხელს.
3. ღამის მოვლის საშუალებები უნდა შეიცავდნენ ჰიდროლიზებულ კოლაგენს და პეპტიდებს - ცილებს, რომლებიც კანის სტრუქტურაში კარგად აღწევენ და კანის მიერ კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას უწყობენ ხელს. რეალურად, ღამის განმავლობაში კანი საჭირო რაოდენობით "საშენ მასალას" მიიღებს. ამას გარდა, ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ძილის წინ რეკომენდებულია ისეთი ცხიმიანი და მკვებავი საცხების გამოყენება, რომლებიც შიას ზეთს, ზეითუნის და ნუშის ზეთის ნაწურს შეიცავდეს.
4. თუ თქვენ შეშუპება გაწუხებთ, მაშინ ისეთი ღამის კოსმეტიკა შეარჩიეთ, რომელთაც დრენაჟის ეფექტი აქვთ: ფიკუსის ან აზიური ცენტელას ექსტრაქტები იდეალურია. ისინი შეშუპების შემცირებას უწყობენ ხელს. მათი წასმა დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე არიდ რეკომენდებული.
5. 35 წლის ასაკამდე კანის მოვლა შემდეგი სქემით უნდა ხდებდეს: გაწმენდა, ტონიზირება, დატენიანება. 35 წლის ზემოთ სქემა იცვლება, უფრო სწორად, მას ღრმა კვება ემატება, რისთვისაც შრატია იდეალური.
მომდევნო პოსტამდე
ანიკა