წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ძილისწინა რიტუალი იდეალური სახის კანისთვის

ბლოგი:
ივლისი 18, 2013
ავტორი Anika
ღამით სახის პროცედურებისთვის დროის დათმობის მნიშვნელობაზე ანიკას ბლოგის მკითხველებთან არაერთხელ გვისაუბრია. ამიტომაც, ბევრი თქვენგანისთვის უცხო აღარაა დერმატოლოგების აღიარება იმის თაობაზე, რომ ძილის წინ სისტემატურად სახის მოვლა და ღამის საცხის გამოყენება 5-7 წლით გადაგივადებთ კანის დაბერების პროცესს. მართალია, არჩევანი დღის საცხებში გაცილებით დიდი და მიმზიდველია, მაგრამ კოსმეტოლოგების რეკომენდაციას თუ გავითვალისწინებთ, სწორედ ღამით გამოყენებული სწორად შერჩეული საცხია თქვენი კანის ახალგაზრდული მდგომარეობის საუკეთესო დამხმარე. ღამით ზოგადად ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება, სიბნელეში ძილის დროს კი ჰორმონი მელატონინი გამომუშავდება ორგანიზმის მიერ - ეს ჰორმონი ძლიერი ანტიოქსიდანტია, იმუნიტეტს აძლიერებს და კანს აღადგენს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად დავეხმაროთ კანს რეგენერაციის პროცესში და საჭირო ინრედიენტებით გაჯერებული საცხი მივაწოდოთ მას.

სანამ საქმე საცხის გადასმამდე მივა, იქამდე შესასრულებელი აუცილებელი რიტუალი კანის დღის დანიძურებებისგან სათანადოდ გაწმენდაა. არ აქვს მნიშვნელობა, გახვედით თუ არა დღის განმავლობაში სახლიდან, ბევრი იარეთ თუ ცოტა - კანს გასუფთავება ყველა შემთხვევაში სჭირდება. კოსმეტოლოგების რჩევით, მშრალი კანის შემთხვევაში გამწმენდი რძე, ხოლო ცხიმიანი და კომბინირებული კანის შემთხვევაში - გელის ტექსტურის გამწმენდი იქნება იდეალური. არ დაგავიწყდეთ თვალების მიდამოები - მიკროსკოპული დაკვირვებით, სწორედ ამ ადგილებში რჩება ყველაზე მეტი მაკიაჟისგან მორჩენილი დაბინძურება.

თუ სახის გაწმენდა წყლის პროცედურას გულისხმობს, მაშინ ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ - ცხელმა ან ზედმეტად გრილმა წყალმა შეიძლება კანის გაღეზიანება და ანთებითი პროცესების პროვოცირება მოახდინოს.

Vybor-Elle.ru

გაწმენდის დასრულების შემდეგ, ღამის საცხის წასმაზე გადავდივართ. ასეთი საცხის არჩევისას კოსმეტოლოგები რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვაძლევენ: პირველ რიგში, საცხი კანის ტიპის და ასაკის მიხედვით უნდა შევარჩიოთ. 35 წლამდე ინტენსიურად დამნამავი საცხი შეარჩიეთ, 35 წლის შემდეგ კი - აღმდგენი, რომელიც უჯრედების რეგენერაციის პროცესს აჩქარებს.

იმისათვის, რომ კანმა ბუნებრივი ბზინვარება შეინარჩუნოს, ღამის საცხი ანტიოქსიდანტებით და მკვებავი კომპონენტებით უნდა იყოს მდიდარი. შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება, რომ საცხის შემადგენლობაში ისეთი კომპონენტები შედიოდეს, როგორიცაა მაგალითად, ნუში (რომელიც კანს არბილებს), ალოე (ამშვიდებს და გაღეზიანებებს აქრობს), ჰიალურონის მჟავა (ატენიანებს) და კოლაგენი, რომელიც სიმკვრივეს ანიჭებს კანს.

და ბოლოს, საცხების არომატი, რომელიც დღის საცხთან შედარებით უფრო ინტენსიური შეიძლება იყოს, მცენარეული კომპონენტების მაღალი კონცენტრაციის გამო. კოსმეტოლოგებს თუ დავუჯერებთ, ღამით განსაკუთრებით სასიამოვნო ყოფილა ისეთი სარელაქსაციო არომატები, როგორიც ილანგ-ილანგს, ჟასმინს და პაჩულის მცენარეებს გააჩნიათ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები