წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ეფექტურია თუ არა პრესოთერაპია ცელულიტის დროს

ბლოგი:
მარტი 19, 2014
ავტორი Anika
ცელულიტს რომ ვერსად გავექცევით, ეს უკვე ყველამ გავითავისეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩავიქნიოთ და მას სრული თავისუფლება მივცეთ: მასთან ბრძოლა არასდროს არის გვიანი, ხოლო თუ ანტიცელულიტურ პროცედურებს დროულად დაიწყებთ და სისტემატურ ხასიათსაც მისცემთ, ეს ამოცანას ძალიან გაგიავილებთ. დღევანდელ პოსტში ცელულიტის დასაძლევად გამოგონილი ერთი სასარგებლო პროცედურის, კერძოდ კი პრესოთერაპიის შესახებ მინდა მოგიყვეთ.

რა არის პრესოთერაპია? - აპარატული მეთოდია, რომელიც ცელულიტის ნიშნების დაძლევაში გვეხმარება. ეს ერთგვარი მექანიკური ლიმფოდრენაჟია, რომლის დროსაც პრობლემურ ზონებზე ზემოქმედება შეკუმშული ჰაერის მეშვეობით ხორციელდება.

როგორ ტარდება პრესოთერაპია? - კურსის დაწყებამდე, პაციენტი უნდა გასინჯოს ექიმმა - ხდება სხეულის დათვალიერება. ამის შემდეგ, ექიმი განსაზღვრავს, სავარაუდოდ რამდენიმე პროცედურა დაგჭირდებათ: პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია ცელულიტის ხარისხზე.

პროცედურა ტარდება სპეციალური ქსოვილისგან დამზადებული კოსტიუმის გამოყენებით, რომელიც კუნთებზე, კანზე, ცხიმოვან ფენებზე და ლიმფატურ და სისხლძარღვოვან სისტემებზე ზეწოლის შესაძლებლობას იძლევა. ამ აპარატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მასაჟისტის ხელების მოძრაობის იმიტაციას ახდენს, მხოლოდ ისე რომ მთელი სხეული არის მოცული ერთდროულად. ტალღისებური მოძრაობების მეშვეობით ქსოვილების შეკუმშვა ხდება, რაც სისხლის და ლიმფის ცირკულაციას აჩქარებს.

პრესოთერაპიის თითოეული სეანსი 20-დან 45 წუთამდე გრძელდება. როგორც ამბობენ, პროცედურა დისკომფორტის შეგრძნებას არ მოგგვრით და მის დროს, რელაქსაციაც კი არის შესაძლებელი. სპეციალისტების თქმით, ერთი ასეთი პროცედურა სატრენაჟორო დარბაზში ჩატარებულ ერთ ინტენსიურ ვარჯიშს ან ხელის მასაჟის 20 პროცედურას უდრის - წარმოგიდგენიათ?!

პრესოთერაპიის ეფექტი - მის შედეგად, ხდება ლიმფოდრენაჟის გააქტიურება და ქსოვილებიდან ზედმეტი სითხის, ხოლო უჯრედებიდან - ტოქსინების გამოდევნა. როგორც ამბობენ, პირველი პროცედურის შემდეგ უკვე იგრძნობთ მთელ სხეულში სასიამოვნო თბილ ტალღას, განწყობა უმჯობესდება და თავს გაცილებით მხნედ გრძნობთ. მაქსიმალური ეფექტისთვის, რეკომენდირებული პრესოთერაპიის პერიოდში საკვები რაციონის დარეგულირება.

კურსის ხანგრძლივობა - პრესოთერაპიის კურსი, როგორ წესი, 15 სეანსისგან შედგება. თუ თქვენ ამ რაოდენობის პროცედურის ჩატარებას შეძლებთ, მაშინ ექიმების დაპირებით, 5-7 სანტიმეტრის მოკლებას შეძლებთ სხეულის გარშემოწერილობიდან. კვირის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ 3 პროცედურის ჩატარება - პროცედურებს შორის ხანგრძლივობა იდეალურ შემთხვევაში 2 დღე უნდა იყოს. კურსის დასრულების შემდეგ ისვენებთ და სტაბილური შედეგისთვის, შეგიძლიათ მომდევნო კურსი 6 თვეში ჩაიტაროთ.

რა შემთხვევაშია დაუშვებელი პრესოთერაპიის ჩატარება - თრომბოფლებიტის, შაქრიანი დიაბეტის, ძვლების მოტეხილობის, სხეულში ელექტროიმპლანტების (მაგალითად, კარდიოსტიმულატორის) არსებობის, ჰიპერტონიის, თირკმლების უკმარისობის და შეშუპების დროს და გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობისას. გარდა ამისა, პრესოთერაპიის ჩატარება ეკრძალებათ ორსულებს და არ არის მიზანშეწონილი მისი ჩატარება ციკლის დღეებში.

მსგავსი ბლოგები