We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

Elizabeth Arden-ის ახალი ხაზი პირველი ნაოჭებისთვის

_from blog_:
_June_ 20, 2014
_by_ Anika
კოსმეტიკის იმპერია, რომელიც ლეგენდარულმა ამერიკელმა კანადელმა ელიზაბეტ არდენმა ერთი საუკუნის წინ დაარსა, დამფუძნებლის ინოვაციებისადმი სიყვარულს არ ღალატობს და მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს დროსთან ადაპტირებული სიახლეები შესთავაზოს. ამჯერად, ელიზაბეტ არდენის ბრენდმა ახალი ხაზი შესთავაზა ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც პირველ ნაოჭებთან იწყებენ ბრძოლას.

Flawless Future Powered by Ceramide — არდენის ლაბორატორიებში შემუშავებული ახალი ხაზი კანის დაბერებას უჯრედოვან დონეზე ამცირებს. კვლევების ერთი მიმართულება ეძღვნება კონკრეტულად უჯრედოვანი მემბრანების გაძლიერებას გვერდითი ცერამიდების დახმარებით - მარტივად რომ გითხრათ, ეს ცერამიდები ჩვენს კანში არსებული ბუნებრივი რესურსების იდენტურია. დროთა განმავლობაში და ასაკის მატებასთან ერთად (მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე სტრესი!), ასეთი ცერამიდების რაოდენობაც კლებულობს, რის გამოც ნელ-ნელა კანი დაბერებას იწყებს.  ზოგადად, ცერამიდენი კანის ტენიანობის ბალანსს აღადგენენ და აქერცვლის და სიმშრალის პრევენციას უზრუნველყოფენ. 

b9fd3b5c6bc47b4e21a68b224d7d2ff3
Flawless Future Powered by Ceramide ხაზში შემავალი ყველა პროდუქტი ცერამიდების კომპლექსზეა დამყარებული და დაბერების პირველი ნიშნების ლიკვიდაციას და შეჩერებას ისახავს მიზნად. მწარმოებლების მიერ რეკომენდირებული ასაკი 25-40 წელია. მოსვლის ახალი საშუალებების ფორმულაში (შრატის, დამატენიანებელი საცხის და თვალის გელის) დამცავი პროტეინები - ადენოზინები და დაპატენტებული ნაწილაკები შედის, რომელთან სწრაფი ეფექტის მიღწევა შეუძლიათ.

9adeed12b5440772e94e2ff670d48d37


ბუნებრივი კომპონენტებიდან ახალ ხაზში მნიშვნელოვან როლს ლაკრიცის ექსტრაქტი თამაშობს - მისი წყალობით, ახალი პროდუქტების გამოყენების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში კანის ფერის საგრძნობლად უმჯობესდება.


ახალ ხაზში შემავალი სამივე პროდუქტი უნივერსალურია: მათი გამოყენება შესაძლებელია დილითაც და საღამოსაც და სხვადასხვა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი. საინტერესოა, რომ დამატენიანებელი საცხი არსებობს როგორც SPF 30-ის შემცველბით, ასევე მის გარეშეც - ეს ვარიანტი ღამით, ძილის წინ იქნება იდეალური.


მომდევნო პოსტამდე,


ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_