წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ექიმ ჰაუშკას “რითმული” კოსმეტიკა

ბლოგი:
აგვისტო 29, 2013
ავტორი Anika
ცოტა ხნის წინ ანიკას ბლოგის ერთ-ერთმა მკითხველმა მომწერა, Dr.Haushka­-ს ხაზის შესახებ თუ გსმენიათ და რამდენად ეფექტური პროდუქცია აქვსო. ამ გერმანული ბრენდის შესახებ ადრე მსმენოდა, მხოლოდ ზედაპირულად. ამიტომაც, კომპიუტერს მივუჯექი და ინტერნეტში მცირე კვლევა ჩავატარე ამ ბრენდის ისტორიაზე და მის მისიაზე.

აღმოვაჩინე, რომ ცნობილი ანტროპოსოფოსის რუდოლფ შტაინერის იდეოლოგიის გამზიარებელ გერმანელ ექიმ ჰაუშკას 100%-იანი ბუნებრივი შემადგენლობის მქონე სახის მოვლის საშუალებების ხაზი ჯერ კიდევ 1967 წელს დაუარსებია. 1972 წელს ბრენდის პროდუქციამ აშშ-ს ბაზარზე შეაღწია, დღეისთვის კი მას ათეულობით ქვეყანაში ერთგულ მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავს.

ES treatment 2

გარდა იმისა, რომ Dr.Haushka­-ს პროდუქცია 100 პროცენტით ნატურალურია, მას ზოგადად, კანის მოვლისადმი განსხვავებული, ე.წ. “რითმული” მიდგომა გააჩნია, რაც იმას გულისხმობს, რომ (ბევრი ფილოსოფიით თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით) კანს განახლების 28 დღიანი ციკლი აქვს, რა დროსაც ის მუდმივი აღდგენის და ბალანსის მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომაც, კანის მოვლის ყოველი საშუალება ისე იქმნება და მათი გამოყენება ისეთი თანმიმდევრობით იგეგმება, რომ ჰარმონიულად იყოს აწყობილი ამ რითმზე, რაც საბოლოო ჯამში კანის სტიმულაციას და მისი სიცოცხლისუნარიანობის და ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

აღსანიშნავია ისიც, რომ Dr.Haushka­ ეწინააღმდეგება ღამის საცხების გამოყენებას, ვინაიდან:

1. ძილის დროს კანი ინტენსიურად ირჯება საიმისოდ, რომ თვითაღდგენა მოახდინოს, დააბალანსოს ცხიმის გამომუშავება და ზედაპირზე გამოდევნოს ნარჩენი დაბინძურებები;

2. ღამი საცხის რეგულარული გამოყენება კი ამ ბუნებრივ პროცესებში ერევა და დროთა განმავლობაში კანი სულ უფრო ნაკლებად ახერხებს საკუთარ თავზე ზრუნვას. საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ კანი დამოკიდებული ხდება ღამის დამატენიანებელ საშუალებებზე მხოლოდ საიმისოდ, რომ ნორმალურად გამოიყურებოდეს.

Find_products-1

ამიტომაც, Dr.Haushka გვირჩევს, რომ კანის დასაბალანსებლად ძილის წინ მისი გაწმენდა და ტონიკის წასმა სრულიად საკმარისია.

­ამოსავალი წერტილი, კი, Dr.Haushka­-ს თავის მოვლის ფილოსოფიაში ისაა, რომ ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ კანი საკმაოდ ჭკვიანი ორგანიზმია, რომელსაც თავად შესწევს უნარი გაიწმინდოს, დაბალანსდეს და აღდგეს და მას მხოლოდ მცირეოდენი დახმარება სჭირდება გარედან. ამიტომაც, ბევრი სხვა მწარმოებლისგან განსხვავებით, Dr.Haushka­-ს პროდუქცია არ თრგუნავს და არ ერევა ხელოვნურად კანის ბუნებრივ რითმში და მას მხოლოდ აუცილებელ და რაც მთავარია, სწორად გათვლილ დახმარებას უწევს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები