ბლოგი:
ივნისი 21, 2013
ავტორი Anika
ყველა პროდუქტი და თავის მოვლის საშუალება კონკრეტულ მიზანს ემსახურება: მზისგან დამცავი ზეთი კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან იცავს, თმის ბალზამი თმას არბილებს და ბზინვარებას მატებს, სახის დამატენიანებელი კი კანს აუცილებელი ტენიანობით უზრუნველყოფს. თუმცა, არსებობენ ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც არა ერთი, არამედ რამენიმე დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ - მოდით მათ მულტიფუნქციური პროდუქტები ვუწოდოთ პირობითად.
ერთ-ერთი ასეთია GIORGIO ARMANI FLUID SHEER - ეს სახის ჰაილაითერი ვიზაჟისტების ფავორიტი პროდუქტია სწორედ იმის გამო, რომ მათი გამოყენება ტონალური კრემის წასმის შემდეგაც შეიძლება, ტონალურის ქვეშ ილუმინატორის სახით ან სულაც ტონალურ კრემთან ერთად მისი არევა და ასე სახისთვის დამატებითი სხივის მიცემა. კარგი ამბავი ის არის, რომ არმანის ამ კოლექციას რამდენიმე ახალი ფერიც დაემატა, მათ შორის კი 6 ნომერს - ფორთოხლისფერ-მარჯანისფერს და 8 ნომერს - ხალისიან ვარდისფერს გამოვარჩევდი. ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გარდა მათი გამოყენება ტუჩებზეც და ლოყებზეც შეგვიძლია და თუ მათ ერთდროულად ორივე ადგილას გადავისვამთ, მაშინ რომანტიული გოგონას ეფექტის მიღწევა შეგვიძლია - ვიზაჟისტები ასე ამბობენ.
STILA COUNTLESS COLOR PIGMENT “ACOUSTIC”-ის ფერში - ამ ფერად პიგმენტში შემავალი თითოეული ფერი დამოუკიდებლადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ და ერთმანეთში არეულადაც. თუმცა ამ პროდუქტის ყველაზე მომხიბვლელი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითისთვის Acoustic ფერს თუ ავიღებთ, მასში შემავალი ოქროსფერი ჩრდილი ჰაილაითერადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხოლო წითელი კი ლოყებზე რუმიანად. და ფერების პალიტრის ერთმანეთში “გადაზელვა” ნუ შეგაშინებთ - გადაუსვით მსუბუქად თითი ან ხელსახოცი ჩრდილებს და ფერები პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნდებიან.
ღვინისფერსი ტუჩის საცხი - ისეთი როგორიც Estée Lauder-ის Signature Hydra Lustre ხაზიდან Black Cherry ფერია პომადის გარდა, ლოყებზეც და თვალის ჩრდილადაც გამოდგება. თუ მას ტუჩებზე და თვალზე ერთდროულად წავისვამთ, ვიზაჟისტების რჩევით, ასე ელეგანტური საღამოს მაკიაჟის შემქნას შევძლებთ - ეს იმას ნიშნავს, რომ ტუჩებზე სქლად და მუქად უნდა გადავისვათ, ხოლო თვალებზე გამჭვირვალედ და მსუბუქად და წარბები კარგად დავიფაროთ ტუშით. შედარებით ღია ფერის სახის კანისთვის უფრო მოწითალო ღვინისფერია რეკომენდირებული, ხოლო მუქი კანისთვის კი მომელნისფრო ღვინისფერი.
ქოქოსის ზეთი - მოდელების მარინა ლინჩუკის და ფრიდა გუსტავსონის საყვარელი პროდუქტი ცხიმ-მჟავებით არის ძალიან მდიდარი და კანს არაჩვეულებრივად ატენიანებს. ამასთადნ ერთად ის მშრალი ტიპის ზეთია, რის გამოც უსწრაფესად იწოვება კანზე და ზეთოვან ბზინვარებას არ ტოვებს. თუმცა, კანის გარდა, მას თმაზეც საკმაოდ წარმატებულად გამოიყენებენ - სქელი თმის შემთხვევაში დამატებითი ბზინვარებისთვის, ღრმა კონდიცირებისთვის ან უბრალოდ თმის საშრობით გაშრობამდე.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა