ბლოგი:
ივნისი 22, 2014
ავტორი Anika
ასეა: ზაფხულში ყველაფერი მზის, გარუჯვის, გარუჯული კანის, მისი მოვლის, მისი დიდი ხნით შენარჩუნების ირგვლივ ტრიალებს. შესაბამისად, კოსმეტიკურ სიახლეებზე და თავის მოვლაზე როცა ვსაუბრობთ, ამ თემისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია. მეტიც: ამ რამდენიმე თვის განმავლობაში კოსმეტიკური სიახლეები ამ თემით იწყება და სრულდება. დღესაც ისეთ ახალ პროდუქტებს გაგაცნობთ, რომლებიც გარუჯულ კანს კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს და თქვენს საზაფხულო მაკიაჟს ხალისს და სილამაზეს შემატებს.
მზისგან მსუბუქად შეფერილი კანი არასდროს კარგად აქტუალობას. მისთვის სეზონი და მოდურობა არ არსებობს. ამიტომაც, ესტე ლაუდერის ახალი კოლექცია Bronze Goddess Estee Lauder თქვენს კოსმეტიკურ ჩანთაში საკმაო ხანს შეიძლება შემოგრჩეთ - გააჩნია, მოხმარების ინტენსივობას.
ტუჩის მბზინავი ფანქარი ძალიან პრაქტიკულია: კომპაქტური ზომისაა და პატარა კოსმეტიკურ ჩანთაშიც კარგად მოთავსდება. და თან ძალიან ადვილი წასასმელია, რამე განსაკუთრებული ოსტატობა არ დაგჭირდებათ. ეს მბზინავი ფანქარი წელს 2 ფერშია წარმოდგენილი: Mandarin (სტაფილოსფერსა და მარჯანისფერს შორის) და Luscious Plum (ქლიავისფერი). ორივე ტონალობა ძალიან უხდება გარუჯულ კანს, ხოლო მბზინავების შემადგენლობაში შემავალი მანგოს ზეთი კარგად ატენიანებს ტუჩის კანს.
თვალებიდან და ტუჩებიდან ახლა ფრჩხილებისკენ გადავინაცვლოთ. ახალი ფერი nude - სახელწოდებიდანაც მიხვდებით, რომ ბუნებრივი ფერია, Lust ქლიავის ტონალობაშია, ხოლო burnished nude კი ბრინჯაოსფერია და იდეალურად ესადაგება თვალის ჩრდილების ახალ პალიტრას.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ახალ კოლექციაში ტრადიციულად, ახალი პარფიუმერული სპრეი Eau Fraiche Skinscent შევიდა. თუ კი რამ შეიძლება ზაფხულის, მზის და ლაჟვარდოვანი სანაპიროს ასოციაციას იწვევდეს თქვენში, ეს ყველა ნოტი ამ ახალ სხეული სპრეიშია თავმოყრილი: ქოქოსის, სანდალოსის ხის, ვანილის, ვეტივერის, მანდარინის, სიცილიური ბერგამოტის ლიმონის, მწიფე ფორთოხლის, ეგზოტიკური ჟასმინის და მაგნოლიის ფოთლების მიქსი მგრძნობიარე და მიმზიდველ არომატს ქმნის.
ახალი ხაზიდან რომელიმე პროდუქტს ან პროდუქტებს თუ შეიძენთ, თქვენი შთაბეჭდილებები აუცილებლად გაგვიზიარეთ ანიკას ბლოგზე.
დრეობით,
ანიკა

Bronze Goddess The Nudes Eyeshadow Palette — თვალის ჩრდილების ეს ახალი პალიტრა 8 ფერისგან შედგება. ეს სიახლე ყველაზე მეტად იმის გამო მომეწონა, რომ ის სახის კანის ნებისმიერ შეფერილობას უხდება და მისი გამოყენება როგორც დღის, ასევე საღამოს, სადღესასწაულოს მაკიაჟის შესაქმნელადაც შეგიძლიათ. მოკლედ, ყველაფერი თქვენს ოსტატობაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული: შეგიძლიათ 2 ან მეტი ტონი გამოიყენოთ და გამოხედვა კიდევ უფრო გამოკვეთლი და მიმზიდველი გახადოთ.
კრემისებრი რუჟი (ჩვენებურად "რუმიანას" რომ ვეძახით - კომპეტენტურ ადამიანებს დავეკითხე და "რუჟის" გამოყენება მირჩიეს) ზაფხულისთვის გენიალური მიგნება მგონია: ის მარტივი წასასმელია და იდეალურად ერწყმის კანს. ახალი რუმიანა Bronze Goddess Cheek Glow კანს ზომიერი და მსუბუქი რუჯის ბუნებრივ ელფერს აძლევს, თანაც ეფექტი საკმაო ხანს ძლებს, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია: დილით სახლიდან გასვლამდე გადაისვამ და შეგიძლია აღარ იღლევო იმაზე, რომ 2 საათში მაკიაჟი გასაახლებელი გექნება.