ბლოგი:
თებერვალი 11, 2016
ავტორი Anika
ეთერზეთების სრულიად ჯადოსნურ მოქმედებაზე არაერთხელ სმენიათ, ალბათ. შესაძლოა, ბევრი თქვენგანი მათი ერთგული მომხმარებელიც იყოს. ზოგადად, ეთერზეთები ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარულად ინგრედიენტად იქცა კოსმეტიკაში - ვინაიდან მათი მთავარი ღირსება ეკოლოგიური სისუფთავეა, ამდენად მოთხოვნაც შესაბამისად მუდმივად მზარდია. საქმე იმაშია, რომ ეთერზეთებზე დამზადებული კოსმეტიკა "ბუნებრივად ცოცხალ კოსმეტიკად" ითვლება - ვინაიდან ზეთს კონსერვაცია არ ესაჭიროება, ამდენად, ის კონსერვანტებსა და ქიმიურ დანამატებსაც არ შეიცავს. ამას გარდა, მასზე ასეთი მოთხოვნა სავარაუდოდ იმითიც უნდა იყოს განპირობებული, რომ ეთერზეთს კანის ყველაზე ღრმა შრეებში შეღწევუს უნიკალური შესაძლებლობა აქვს: დანიშნულების ადგილას მოხვედრისთანავე, ზეთი თავის თერაპიულ თუ კოსმეტიკურ ეფექტს ბოლომდე იყენებს. ეთერზეთი ორგანიზმში მოხვედრისას ჰორმონების გამომუშავების პროცესის დაწყებას უწყობს ხელს და აიძულებს სხეულის უჯრედებს, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ და თავად იზრუნონ საკუთარ განკურნებაზე. აქროლვადი ნივთიერებები კი შესუნთქვისთანავე შესაბამისად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე და ჩვენს განწყობაზე. მოკლედ, ხედავთ, რომ სრულიად ფანტასტიური მოქმედება აქვთ და თუ თქვენ სახლის პირობებში გადაწყვეტთ ეთერზეთების გამოყენებას, მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გაითვალისწინოთ.
- ბუნებრივი ეთერზეთი ძალიან აქტიური და კონცენტრირებული საშუალებაა, ამდენად საჭიროა მისი საბაზისო ზეთთან გაზავება. თითქმის არცერთი ეთერზეთის გამოყენება სუფთა, განუზავებელი კონცენტრაციით არ ხდება. გამონაკლისია შემთხვევევი, როცა მას მცირე მონაკვეთზე იყენებენ, კონკრეტული მიზნისთვის - მაგალითად, აკნეს ან ჰერპესის შემთხვევაში.
- ბუნებრივ სუფთა ეთერზეთს საბაზისო ზეთთან 1:10 პროპორციით აზავებენ. ზეთების უმეტესობა სათანადო მითითებას შეიცავს გაზავების და კონცენტრაციის წესების შესახებ. საბაზისო ნატურალურ ზეთებს რაც შეეება, აქ შეგვიძლია ზეითუნის, ნუშის, ავოკადოს, ჟოჟობას, სელის და სხვა ზეთების გამოყენება.
- ზოგიერთ ზეთს, განსაკუთრებით ციტრუსების ეთერზეთებს შეიძლება ქონეს ფოტოტოქსიური მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ ულტრაიისფერი სხივის ზემოქმედებისას შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიონ. ამიტომაც, ასეთი ეთერზეთების გამოყენება უნდა მოხდეს ქუჩაში გასვლამდე სულ მცირე 2 საათით ადრე.
- ეთერეზეთის გამოყენების შემდეგ ზომიერი სიწითლე მისაღებია, მაგრამ თუ თქვენ ქავილი და ძლიერი სიწითლე გექნებათ, ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ, საქმე ალერგიულ რეაქციასთა უნდა გვქონდეს, ამიტომაც, ამ კონკრეტული სახეობის ზეთისგან მომავალში თავის შეკავება აჯობებს.

- ეთერზეთის ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტი მისი სუნია. ამიტომაც, კარგად დააკვირდით, თუ თქვენ მისი არომატის გამო უსიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ ან საერთოდაც თავს გტკენთ, მაშინ უმჯობესია მომავალში ეს ზეთი აღარ გამოიყენოთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა