ბლოგი:
ნოემბერი 08, 2015
ავტორი Anika
ვიდრე კონკრეტულ ფაქტებზე და ინფორმაციაზე გადავიდოდე, ვეტყვით, რომ ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წამომიდგენია. ცხელ სასმელებში შაქრის გამოყენებაზე მარტივად შემიძლია უარის თქმა, რასაც ვერ ვიტყოდი არომატულ ვანილის ნაყინზე ან ჰაეროვან ქიშმიშის ფრანგულ ფუნთუშაზე. ცდუნების დაძლევა ძალიან ძნელია, თუმცა შესაძლებელია, მთავარი ძალისხმევის და ნებისმყოფის მობილიზება და შაქრის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანა აუცილებლად გამოგვივა. და მაინც, რამდენად მავნებელია შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის:
რაფინირებულ შაქარზე უარი თქმა შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს: თავიდან სასმელებში მის დამატებაზე ვთქვათ უარი, შემდეგ უკვე შაქრის შემცველ ტკბილეულზე და საკონდიტრო ნაწარმზე. შემოტევის დროს, კი შეგვიძლია ცოტა შავი შოკოლადი, ხილი, ნუში, ქიშმიში მივირთვათ - დასაწყისში რთულია, მაგრამ შემდეგ ადვილად შეძლებთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა
- ინფექციურ დაავადებების წინააღმდეგ ორგანიზმის დამცავი ფუნქციების შესუსტების ხარჯზე, ის ადაბლებს ჩვენს იმუნიტეტს;
- ხელს უშლის კალციუმის და მაგნიუმის შეწოვას, რაც ძვლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია;
- იწვევს მიჩვევას. სისხლში შაქრის არასტაბილური დონე ხელს იწყობს ადვილად გადაღლის შეგრძნების გაჩენას, რის გამოც ასე მძაფრად ვინდება ხოლმე რამე ტკბილის მირთმევა. შაქარი ამ სიმპტომებს მხოლოდ დროებით აქრობს.
- ხელს უწყობს კარიესის განვითარებას. საქმე იმაშია, რომ შაქრის და პირის ღრუში არსებული ბაქტერიების ურთიერთქმედება წარმოშობს მჟავას, რომელიც ანადგურებს კბილის მინანქარს;
- იწვევს ჭარბცხიმიანობას, ვინაიდან შაქარი ღვიძლში გლიკოგენის სახით ინახება. თუ გლიკოგენის რაოდენობა ჩვეულზე მაღალი აღმოჩნდება, ასეთ დროს შაქარი ცხიმოვანი რეზერვის სახით იწყებს შენახვას;
- ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას. შაქრის სისტემატური მოხმარება უარყოფით გავლენას ახდენს კოლაგენის სტრუქტურაზე, რაც მისი ელასტიურობის შემცირებას იწვევს.
- ის უარყოფითად მოქმედებს გულზე. შაქრის სისტემატურმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს რიგი ვიტამინების ნაკლებობა, რაც თავის მხრივ, შესაძლოა გახდეს გულის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის მიზეზი.
- ამძიმებს სტრესულ მდგომარეობას. შაქრის ხშირი მოხმარება იწვევს ფორიაქის შეგრძნებას და ადვილად გაღიზიანებას.
რაფინირებულ შაქარზე უარი თქმა შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს: თავიდან სასმელებში მის დამატებაზე ვთქვათ უარი, შემდეგ უკვე შაქრის შემცველ ტკბილეულზე და საკონდიტრო ნაწარმზე. შემოტევის დროს, კი შეგვიძლია ცოტა შავი შოკოლადი, ხილი, ნუში, ქიშმიში მივირთვათ - დასაწყისში რთულია, მაგრამ შემდეგ ადვილად შეძლებთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა