წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ფერად-ფერადი წამწამები: როგორ გამოვიყენოთ ფერადი ტუში

ბლოგი:
აპრილი 26, 2015
ავტორი Anika
შავი ტუში კლასიკაა და ამაზე არავინ დავობს. ის არავითარ მოდის ტენდენციების და სეზონების ცვალებადობას არ ექვემდებარება:  ქალის ყოველდღიური თუ საღამოს მაკიაჟის უცვლელი, უბერებელი კომპონენტია. თუმცა, გაზაფხული და ზაფხული ხომ თამამი ექსპერიმენტების დროა: ჭრელა-ჭრულა თვალის ჩრდილები, ახალი ლაქი ფრჩხილებზე და ნაირ-ნაირ ფერებში აბზინვარებული გამოხედვა შესაბამისი ტუშის დახმარებით. რეალურად, ფერადი ტუში არაჩვეულებრივი საშუალებაა, გამოხედვას ახლებური ელფერი შევძინოთ და გარეგნობაში მცირე ინტრიგა შევიტანოთ. ამიტომაც, დღეს ვიზაჟისტების რეკომენდაციებს გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად როგორ გამოვიყენოთ ფერადი ტუში, როგორ შევუხამოთ ის სხვადასხვა ტონალობის თვალის ჩრდილს.

ვიზაჟისტები, ხშირ შემთხვევაში, გვირჩევენ, ფერადი ტუშის წასმამდე წამწამებზე ჯერ შავი ტუში გადავისვათ და შემდეგ გამოვიყენოთ უკვე სასურველი ფერი. ეს ძირითადად ღია შეფერილობის წამწამებს ეხებათ: თუ ტუშის ფერი საკმაოდ მკვეთრია, მაშინ შავის გადასმით ერთგვარ ბაზას შექმნით შემდგომ უკვე ფერადის გამოსაყენებლად. ვისაც ჩემ მსგავსად ბუნებრივად შავი ფერის წამწამები გაქვთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ პირდაპირ ფერადი ტუში წაისვათ: თქვენი ბუნებრივი შავი პიგმენტი ისედაც კარგად დააბალანსენს წამწამის ფერს.

665@495@b1b4b6c53b9ee8833a857a491d60cfb0-YzkxMDQzOTQ2Zg

ყავისფერი ტუში და მისი შეხამება - ყავისფერი ტუში არაერთ ტონალობაში არსებობს შოკოლადისფერით დაწყებული მოწითურო შეფერილობით დამთავრებული. ეს ძალიან უპრეტენზიო და ასაკოვანი ქალბატონებისთვის რეალურად ყველაზე შესაფერისი ფერის ტუშია, გაცილებით რბილი და დელიკატურია, ვიდრე კლასიკური შავი ტუში. ვიზაჟისტების თქმით, ის ყველაზე მეტად ქერა და წითურ ქალბატონებს უხდებათ, ყველაზე ნაკლებ კი მონაცრისფრო შეფერილობის თვალების პატრონებს. თუ თქვენ თვალის ლაინერსაც იყენებთ, მაშინ ამ დროს საუკეთესოა იმავე შეფერილობის ან კლასიკური შავი ლაინერის გამოყენება. თავი შეიკავეთ ყავისფერი ტუშის ხასხასა ნეონისფერ თვალის ჩრდილებთან ერთად გამოყენებისგან.

665@495@5f68884e7a31e5868b9b6b5ef19b0934-MjY0NDIxMDhmYg



ლურჯი ტუში და მისი შეხამება - ჩემი საყვარელი ფერია ფერად ტუშებში და ვისაც ჩემ მსგავსად მუქი-მუქი ყავისფერი თვალები გაქვთ, მაშინ თქვენთვის იდეალური არჩევანია. კონტრასტის ეფექტის ხარჯზე, ლურჯი ტუში მწვანე თვალებსაც ძალიან უხდებათ, ხოლო ლურჯ-ცისფერ თვალებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ის ნაკლებ რეკომენდირებულია. ლურჯ ტუშთან არ არის სასურველი შავი ლაინერის ან შავი ფანქრის გამოყენება. ამ შემთხვევაში, საუკეთესოა მუქი ყავისფერი ან მუქი ლურჯი ლაინერის და ფანქრის გამოყენება. თვალის ჩრდილებს რაც შეეხება, აქ არჩევანი საკმაოდ დიდია, მხოლოდ ლურჯი, ცისფერი და იასამნისფერი ტონალობის ჩრდილების გამოყენა არ არის რეკომენდირებული.

315@415@c9faa8142fb1c16cdbb52d80b02db46d-ZmEyYjgwZjI5NA

მწვანე ტუში და მისი შეხამება - ეს ტუში საოცრად აძლიერებს ცისფერი თვალების ფერს და კარგად ეხამება ყავისფერ და თაფლისფერ თვალებს. ლაინერს რაც შეეხება, მისი გამოყენება კლასიკურ შავ ლაინერთან არის იდეალური, ხოლო ცივ ნაცრისფერთან მისი შეხამებისგან სჯობს თავი შევიკავოთ. იგივე წესი ვრცელდება თვალის ჩრდილებთან მიმართებაშიც: დაივიწყეთ ყველა ცივი, მეტალისფერი ტონალობა და არჩევანი ბუნებრივ, ბეჟ-ყავისფერ ტონალობებზე შეაჩერეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები