წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ფერადი ტუშის თავისებურებები

ბლოგი:
აგვისტო 16, 2013
ავტორი Anika
შეამჩნიეთ ამ სეზონზე წამწამები ცისარტყელასავით რომ აჭრელდა?! ყვითელი, ლურჯი, იასამნისფერი, მწვანე - რა ფერს არ შეხვდებით, მთავარია გამბედაობა გეყოთ ამ თამამი გადაწყვეტილებისთვის. ჰენრი ფორდი არ დაგეთანხმებოდათ და გეტყოდათ, რომ “ტუში შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს, იმ პირობით, რომ ის შავი იქნება” (ერთხელ წამოცდა, თურმე). მაგრამ ამ ზაფხულს ჰენრი ფორდი ნაკლებად თუ ახსოვს ვინმეს, ქალების დიდი ნაწილი ახალი თავგადასავლების ძიებაშია ფერად-ფერადად აბზინვარებული წამწამებით.

თუ სიჭრელის შიში დაძლიეთ და წამწამის ტრადიციული შავის ნაცვლად რომელიმე ხალისიან ფერში შეღებვა გადაწყვიტეთ, მაშინ მოდით, ვიზაჟისტების რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ ფერის არჩევანთან დაკავშირებით.

690x469_1_4f758e99824b4d680d46e24b12eaab6e@520x354_0xc0a83945_21141900661374568544

ცისფერი და ლურჯი - ფერად ტუშებს შორის ყველაზე ნეიტრალურად მიიჩნევა. როგორც ამბობენ, ის ყველას უხდება, განსაკუთრებით კი ქერა ქალბატონებს. მწვანე თვალებს სინათლეს მატებს, ლურჯს და ცისფერს კი სიღრმეს ანიჭებს. გარდა ამისა, მას უძილო ღამის შედეგად ჩამქრალი თვალებისთვის გაცილებით ცოცხალი გამოხედვის მინიჭებაც შეუძლია თურმე.

იასამნისფერი ტუშის წყალობით ყავისფერი თვალებისთვის სიმწვანის, მწვანე თვალებისთვის კი პირიქით ყავისფერი ელფერის შეგიძლიათ. ჟღალი თმის შემთხვევაში კი ვიზაჟისტების ყველაზე მეტად ქლიავისფერი ტუშის გამოყენებას გვირჩევენ.

690x415_1_99f769e470f949ab5e3d791f9083132f@520x313_0xc0a83945_13254561101374568544

ყავისფერი, ნაცრისფერი და თაფლისფერი თვალების გადასახალისებლად იდეალური ზურმუხტისფერი ტუში ყოფილა (მიჭირს წარმოდგენა, მაგრამ მაინც) და ის კარგად ესადაგება თურმე ვარდისფერ და წითელი ტონალობის პომადებს და თვალის ჩრდილს.

ყველაზე გაბედულებს კი ყვითელი ტუშიც შეუძლიათ გამოსცადონ: კაშკაშა, ნათელი ყვითელი! მუქი ფერის სახის კანსა და მუქ თვალებთან ყველაზე წარმატებულ კომბინაციას გვპირდებიან.

თუ მუქი ფერის ტუშის წასმა წამწამის მთელ სიგრძე ხდება, ნათელი ფერის ტუშის შემთხვევაში, ვიზაჟისტები გვირჩევენ, რომ ის ქვედა წამწამებზე ან წედა წამწამების ბოლოემბზე გადავისვათ. ასეთ შემთხვევაში, ჯერ ტრადიციულ შავ ტუშს წავისვამთ მთელ სიგრძეზე და შემდეგ უკვე სასურველ ფერადს.

520x279_0xc0a83945_14961021901374568544

და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: ნუ შეუხამებთ ტუშის ფერს თვალის ჩრდილს, თორემ ძალიან გადატვირთულ თვალებს მიიღებთ. იდეალურ ვარიანტში ტუშის ფერი და თვალის ჩრდილის ტონალობა კონტრასტული უნდა იყოს. ხოლო, ტუჩებს რაც შეეხება, აქ უკვე ჰარმონია უნდა სუფევდეს. ამისთვის იასამნისფერი ტუშის შემთხვევაში ტუჩისთვის ცივი ვარდისფერი ან მოვარდისფრო-მოიასამნისფრო პომადა შეარჩიეთ, მწვანე ტუშისთვის - მარჯანისფერი ან ატმისფერი პომადა, ხოლო ლურჯი ტონალობის ტუშისთვის კი ჟოლოსფერი ან წითელი პომადა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები