ბლოგი:
ივნისი 02, 2015
ავტორი Anika
საკუთარი სხეულის სილამაზეზე ხომ მთელი წლის განმავლობაში ვზრუნავთ და ამ წესს გამონაკლისები არ გააჩნია, მაგრამ კონკრეტულად ფეხებზე საუბრისას, ზაფხულს საგანგებოდ იმიტომ გამოვყოფთ, რომ ამ დროს ღია, მოხსნილი ფეხსაცმლის ტარებას ვიწყებთ, რის გამოც არამხოლოდ ვიზუალური დატვირთვა იზრდება ფეხებზე, არამედ ქუსლებიც და ტერფის კანიც გაცილებით ადვილად შრება. თანაც, ამ ყველაფერს ზღვა და აუზიც თუ მიემატა, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მობილიზება და მოვლა ხდება საჭირო.
რა უნდა გავითვალისწინოთ ლამაზი ფეხების მსურველებმა?
ჩვენი დიდი ნაწილი დღეს ოფისში, კომპიუტერთან, მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. ეს კი სისხლის მიმოქცევას ანელებს და სითხის შეკავებას იწვევს, რაც თავის მხრივ, შესაძლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, შესიებული ტერფების გამომწვევი მიზეზი გახდეს. რა გამოსავალი გვაქვს ამ სიტუაციიდან? დღის განმავლობაში სულ მცირე, 2-3-ჯერ უნდა ავდგეთ სამუშაო მაგიდიდან და 15-20 წუთი გავიაროთ, უბრალოდ ფეხით ვიაროთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, მაშინ მარტივად ადექით და გასწორებული ტერფიდან ფეხის წვერებზე აიწიეთ - რამდენიმე ათეული აწვა რომ გააკეთოთ, იდეალური იქნება (სხვათაშორის, თვითმფრინავის ბორტგამცილებლები ასრულებენ ამ ვარჯიშს ყოველ 1.5 საათში ერთხელ). ამასაც თუ ვერ ახერხებთ, მაშინ მარტივად ფეხს ფეხზე ნუ გადაიდებთ, ვინაიდან ამ დროს ვენებზე დაწოლა იზრდება, რაც არანაირად არ არის სასურველი.
გელ-კრემი კოჟრებისთვის
სათანადოდ შეარჩიეთ ფეხსაცმელი - ექიმების მტკიცებით, ქალებმა, რომლებიც მუდმივად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებენ, შესაძლოა ფეხის ანატომიური ცვლილება განიცადონ. სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, კუნთოვანი ქსოვილი მოკლდება და შედარებით სქელი ხდება, ხოლო აქილევსის მყესი - უფრო უხეში. შესაბამისად, შესაძლებელი მოძრაობის დიაპაზონი მცირდება, ხოლო ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის ტარება კი სრულიად არაკომფორტული ხდება. ამ ყველაფერს "მაღალი ქუსლის სინდრომს" უწოდებენ, თურმე. ეს რომ არ დაგვემართოს, ფეხსაცმლის მოდელი ყოველდღიურად უნდა შევცვალოთ, ერთი და იმავე ფეხსაცმლით რამდენიმე დღე არ ვიაროთ.
Natura Siberica - კრემ-პილინგი
კანის დამარბილებელი საცხი Fantasme Pour Pieds Nus, Kenzoki
და ბოლოს, ყველაზე მარტივი და იოლი შესასრულებელი: კვირაში 2-3-ჯერ კარგად უნდა გავისუფთავოთ ტერფები მკვდარი ქსოვილებისგან სქრაბის, სპეციალური ჯაგრისის და სხვა ალტერნატიული საშუალებების დახმარებით, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა წავისვათ ფეხის დამატენიანებელი საცხი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა

ფეხზე ნაკაწრებს და ნატკენებს სათანადო ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გაგიმიზეზდეთ: მარტივად, შეგიძლიათ ნაწიბურებისთვის განკუთვნილი კრემი წაისვათ ან E ვიტამინის შემცველი ზეთი.