წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ფიტნესის დროს გამოსაყენებელი კოსმეტიკური საშუალებები

ბლოგი:
ნოემბერი 18, 2016
ავტორი Anika
საშუალო ზომის სავარჯიშო სპორტულ ჩანთაში ბევრი რამის ჩატევაა შესაძლებელი, გააჩნია ვარჯიშის ტიპს, თქვენს მიზანს და მონდომების ხარისხს. მიზნად თუ წონაში დაკლება და იდეალურ ფორმაში მოსვლა გაქვთ, ასეთ შემთხვევაში საბაზისო სავარჯიშო ატრიბუტიკის გარდა ძალიან გამოგადგებათ რამდენიმე თავის მოვლის საშუალება - კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც თქვენს ვარჯიშს გაცილებით ეფექტიანს გახდის, ორგანიზმს უფრო ადვილად გაათავისფულებს ტოქსინებისა და ჭარბი სითხისგან და საბოლოო ჯამში უფრო ოპერატიულად დაგაკლებინებთ წონაში და მოგიყვანთ ფორმაში.

სტრიების საწინააღმდეგო კრემი - კრემი, რომელსაც ძირითადად ორსულობის პერიოდში იყენებენ, კანის გაჭიმულ მონაკვეთებზე რომ არ მოხდეს სტრიების გაჩენა. ასეთი საცხი საშუალებას მოგცემთ კანის ელასტიურობა მაქსიმალურად გაზარდოთ, შედეგად კანის დაზიანების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. იგივე შეეხება ისეთ შემთხვევას როცა წონაში მნიშვნელოვნად იკლებთ - ასეთ დროსაც მაღალია სტრიების წარმოშობის რისკი, ამიტომაც თუ ვარჯიშის და შხაპის მიღების შემდეგ ასეთ საცხს გამოიყენებთ, რისკებს საგრძნობლად შეამცირებთ.

w470

სხვადასხვა ტიპის ტალახის თუ თიხის ნიღბები - ასეთი ნიღბები ძირითადად გასახდომი პროცედურებისას გამოიყენება სალონებში, თქვენ კი ყოველგვარი შეფუთვა- შეხვევების გარეშე შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ ვარჯიშის შემდეგ: სველ სხეულზე წასივამთ და წრიული მოძრაობებით შეიზელთ, გაიჩერებთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანთ.

w470

წონაში რადიკალურად კლების შედეგად ძალიან ხშირად ზარალდება მკერდის ზონა: ელასტიურობა იკლებს, მკერდი სიმკვრივეს კარგავს და ჩამოშვებული ხდება. ამის პრევენციაში სხვადასხვა ეფექტური საცხები დაგეხმარებათ - მაგალითად, biotherm-ის super bust -რომელიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს, რის ხარჯზეც კანის სიმკვრივე იმატებს და ფორმას მაქსიმალურად ინარჩუნებს. ასეთი სპეციალური საცხის გამოყენება ვარჯიშის შემდეგ არის რეკომენდებული, მარტივად შეიწოვება და შრება, ამიტომაც ლოდინი არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ სწრაფადვე ჩაიცვათ ისე, რომ ტანსაცმელი არ დალაქავდეს.

თერმული წყალი - რომელიც იდეალურია აერობული ვარჯიშების შესრულების დროს. სარბენ ბილიკზე ვარჯიშის დროს შეგიძლიათ რამდენჯერმე შეიშხაპუნოთ ასეთი წყალი და ვარჯიშის დასრულების შემდეგაც - მინერალებით მდიდარი წყალი კანის გაღიზიანებებს აგაცილებთ თავიდან.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







მსგავსი ბლოგები