წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

გაანებივრეთ თქვენი თვალები

ბლოგი:
იანვარი 15, 2013
ავტორი Anika
გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ თვალის ნიღაბი ბოლოს როდის გაიკეთეთ?! ან საერთოდ ოდესმე თუ გაგიკეთებიათ?! არადა, რომ იცოდეთ, როგორი მარტივი და ეფექტური პროცედურაა: კვირაში სამჯერ რამდენიმე წუთის გამოძებნა დაგჭრიდებათ და შესაბამისი პროდუქტის შერჩევა. ამ პროცედურების შედეგად თვალები დატენიანებული იქნება, შეშუპება შემცირდება და პირველადი ნაოჭებიც ნაკლებ შესამჩნევი იქნება.

Darphin-ის თვალის ნიღაბი Soin des Yeux Eye Care Soothing Eye Contour Mask თვალის ირგვლივ არეს აგრილებს, ამშვიდებს, ადუნებს და ნაოჭებსაც ნაკლებ შესამჩნევს ხდის. გელს ძალიან ნაზი არომატი აქვს და მის შემადგენლობაში კიტრის ექსტრაქტი, აზიური ცენტელა და ხორბლის პროტეინი შედის. თეთრი ფერის ნიღაბს სქელი ტექსტურა ახასიათებს და ძალიან მარტივად იწოვება კანის ზედაპირზე.



მომხმარებელთა რეკომენდაციებს თუ დავუჯერებთ, Sisley-ს ექსპრეს-ნიღაბი Eye Contour Mask იდეალურია ახალგაზრდა დედებისთვის და ღამით მომუშავე ფრილანსერებისთვის: დილით 10 წუთით ამ ნიღბის დადება ნათელი და მშვიდი გამოხედვის გარანტიაა.



Shiseido-ს მომენატალური მოქმედების ნიღაბი Pure Retinol Instant Treatment Eye Mask Benefiance წმინდა რეტინოლზეა დამზადებული. როგორც მის ანოტაციაშია მითითებული, ნიღაბი თვალის ირგვლის არსებულ ნაოჭებს ამცირებს, უპეების სიშავეებს უმკლავდება, კანს კვებავს და მას ახალგაზრდულ იერს უბრუნებს. თანაც გამოსაყენებლადაც ძალიან პრაქტიკულია: ნიღაბი სპეციალურ საფენებში არის გაჟღენთილი, რომლებიც უადვილესად თავსდება თვალების ქვეშ.



Clarins-ის ნიღაბი Masque Contour des Yeux ინტენსიური მოქმედებისაა და კარგად ებრძვის დაღლილობის და სტრესის ნარჩენებს, აქრობს შეშუპებებს და თვალის ირგვლივ არსებული კანისთვის მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად კი ნიღაბი დრენაჟის ეფექტის მქონე ინგრედიენტებს (ასკილის ექსტრაქტი, პატარა დაკბილული პალმის ექსტაქტი) და მატონიზირებელ (ციკორის ექსტრაქტი) ინგრედიენტებს შეიცავს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები