We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

გადამწყვეტია თუ არა ნახშირწყლების მოხმარება ჭარბი წონის დასაკლებად

_from blog_:
_February_ 12, 2019
_by_ Anika
ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზე ოცნებაც კი ზედმეტია, თუ პურის, მაკარონის ნაწარმის და ცომეულის მოხმარებას არ გავაკონტროლებთ. შესაძლოა, ჩვენი კვების რაციონი მდიდარი იყოს ნახშირწყლებით, კონკრეტულად კი რთული ნახშირწყლებით - მაგ,  ტკბილი კარტოფილი, ბარდა, ცეხვილი პური - თუმცა, ნახშირწყლების დიდი ოდენობა წონაში კლების პროცესს მეტად ართულებს.

ცოტა ხნის წინ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ გამოავლინა, რომ ის ჭარბწონიანი პაციენტები, რომლებიც ნახშირწყლებს მინიმალური ოდენობით იღებდნენ, ზოგადად, ნაკლებ კალორიებს ითვისებდნენ, უფრო მეტს იკლებდნენ წონაში და შემდეგ მარტივად ინარჩუნებდნენ დაკლებულ წონას.

ზოგადად, წონაში კლებისადმი არსებული ტრადიციული მიდგომის მიხედვით, უნდა ვაკონტროლოთ მიღებული კალორიების ოდენობა და დავხარჯოთ იმაზე მეტი კკალ, ვიდრე ვიღებთ. თუმცა, ბოლო წლების კვლევები აჩევენებს, რომ ეს ტრადიციული მიდგომები აღარ ამართლებს. კალორიების შემცირებული ოდენობით მიღებისას, ორგანიზმი ებრძვის შიმშილის გრძნობას და ანელებს მეტაბოლიზმს. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილებ 164  ჭარბწონინან პაციენტს ნახშირწყლების დღიური 20-40-60% ნორმა განუსაზღვრეს. შედეგად, ისინი, ვის დღიურ რაციონშიც ნახშირწყლები მხოლოდ 20% შეადგენდა, დღის განმავლობაში 250 კკალ-ით მეტს წვავდენენ, იგივე ოდენობით მიღებული კკალ-ების მიუხედავად.

ნახშირწყლების მინიმუმამდე დაყვანა მარტივი საქმე არ არის, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო სტატისტიკურად ადამიანები დღიური რაციონის 50%-ს ძირითადად ნახშირწყლებიდან ვიღებთ. ამიტომაც, მისი 20%- მდე დაყვანა ნებისყოფას და ძალიხსმევად მოითხოვს. ერთი მარტივი გზა ამის გასაკონტროლებლად ასეთია: თქვენი თეფშის ნახევარი სახამებლისგან თავისუფალი ბოსტნეულით შეავსეთ, თეფშის 1/4-ზე ცილები მოათავსეთ, ხოლო დარჩენილ 1/4-ზე - რთული ნახშირწყლები.  შე შეეცდებით, ნახშირწყლების სრულად ამოღებას რაციონიდან, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ზემოთნახსენებ რჩევას თუ გაითვალისწინებთ, არ გაგიჭირდებათ ნახშირწყლების ულუფის გაკონტროლება და მიზანსაც გაცილებით ადვილად მიაღწევთ.

წარმატებები!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_