We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

გაგრძელება დიუკანის დიეტის თემაზე: ზოგადი რჩევები დიეტის დროს

_from blog_:
_June_ 28, 2012
_by_ Anika
დიუკანის დიეტას ანიკას ბლოგში უკვე ორი პოსტი მივუძვენით (http://wp.me/p2lte7-2e, http://wp.me/p2lte7-2w). მაგრამ ვინაიდან, ბევრი თქვენგანი ინტერესდება ამ დიეტითი უფრო სიღრმისეულად და არაერთი თხოვნა შემოდის, ამ თემაზე კიდევ უფრო მეტი დავწერო, ამიტომაც ვითვალისწინებ ამ ყველაფერს. მოკლედ, დღეს ისევ დიუკანის დიეტაზე ვისაუბრებთ - კონკრეტულად კი გაგაცნობთ რამდენიმე ზოგადი ხასიათის რჩევას, რომელსაც ექიმი დიუკანი ყველა დიეტის მსურველს უზიარებს.

1. საკვები მიიღეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ - არ დაგავიწყდეთ ამ დიეტის ამოსავალი წერტილი: ნებადართული საკვები უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სასურველი სიხშირით და რაოდენობით. და რაც მთავარია, მიიღეთ საკვები ხშირ-ხშირად იმისათვის, რომ შიმშილის გრძნობამ მოულოდნელად არ შეგიპყროთ და რომელიმე “აკრძალულ ხილს” არ გადაეყაროთ.

2. არასდროს გამოტოვოთ კვება - თუ გგონიათ, რომ საკვების მიღების გამოტოვებით რამე კარგს ჩადიხართ, ძალიან ცდებით. ყოველი გამოტოვებული კვება, შემდეგი კვების დროს მიღებული საკვების კალორიების ათვისებას ამძაფრებს და გაცილებით მეტი კალორია შეიძლება შეირგოთ ერთი კვებისგან, ვიდრე ორ კვებაზე ზომიერად გადანაწილებული საკვებისგან.

3. დალიეთ წყალი საკვების მიღების დროს - 1970-იანი წლების მოსაზრება იმის შესახებ, რომ წყალი და ჭამა ერთდროულად დიდი დანაშაულია, უკვე აღარ არის აქტუალური. ეს წმინდა ცილოვანი დღეების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ კვების დროს არ მიიღეთ საკმარისი სითხე, შეიძლება შუალედებში გადაგავიწყდეთ და ვერ შეძლოთ საჭირო რაოდენობით წყლის დალევა. გარდა ამისა, კვების დროს დალევა კუჭს “ავსებს” და უფრო ადრე გაგრძნობინებთ თავს დანაყრებულად.

4. თან იქონიეთ ნებადართული საკვების სია - სანამ ამ სიაში ჩამოთვლილ პროდუქტებს ზედმიწევნით დაიმახსოვრებთ, პირველ კვირაში, შეეცადეთ თან გქონდეთ ეს ჩამოწერილი სია და გადაამოწმეთ, საკვების მიღებამდე, არის თუ არა ესა თუ ის პროდუქტი ამ სიაში.

5. რესტორნებში კვება - წმინდა ცილოვანი დიეტის დღეებიც კი არ იქნება რთული დასაცავი იმ შემთხვევაში, თუ რესტორანში მოგიწევთ მეგობრებთან ერთად სადილი. თევზეული, ქათმის ხორცი, საქონლის ან ხბოს ხორცი მრავალნაირად შეიძლება დიეტურად მომზადდეს - მინიმალური ცხიმით ან საერთოდაც უცხიმოდ, გრილზე. უბრალოდ, მიმტანს სთხოვეთ წინასწარ, თქვენი კერძი უცხიმოდ და სოუსის გარეშე რომ გაგიმზადონ. ყველაზე რთული ფინალური ფაზა არის ხოლმე, როცა დესერტის დრო დგება - ამ დროს “თავის გადასარჩენად” ყავა დალიეთ და შეეცადეთ საკუთარ თავს დროს მისცეთ, მიღებული საკვების ბოლომე შერგებაში.

დღეისთვის ეს იყო, დიუკანს მალე ისევ მივუბრუნდებით.

დროებით,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_