ბლოგი:
აგვისტო 15, 2018
ავტორი Anika
არ ვიცი, თქვენგან რამდენი მიირთმევს შვრიას საუზმეზე, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გირჩიოთ, რომ შვრიის ფაფა დილის ერთ-ერთი საუკეთესო დასაწყისია: ჯანმრთელი, ნოყიერი და გემრიელი. აი, თუ მოინდომებთ და შვრიას წინა ღამით მოამზადებთ, დილისთვის უკვე უგემრიელესი საუზმე დაგხვდებათ მზად - ასე დროსაც დაზოგავთ და საუზმითაც უფრო მეტად ისიამოვნებთ. დღევანდელ პოსტში სწორედ წინა ღამით შვრიის მომზადების რამდენიმე საინტერესო ვერსია მინდა შემოგთავაზოთ.
1. პირველი ვერსია არაქისის კარაქის მოყვარულებს მოეწონებათ: მოსამზადებლად დაგვჭირდება 2 სუფრის კოვზი არაქისის კარაქი, 1.5 კოვზი ყავისფერი შაქარი, ნახევარი ჭიქა და 1 სუფრის კოვზი მაწონი (ცალ-ცალკე), 90 გრ. მსხვრილი შვრია, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩნი და ერთი ჭიქა დაბალცხიმიანი რძე. არაქისის კარაქს და ყავისფერ შაქარს კარგად ავურევთ, დავამატებთ 1 ს.კ. მაწონს და კარგად ავურევთ. სასურველია მიქსერის გამოყენება ერთგვაროვანი მასის მისაღებად. გავანაწილებთ მიღებულ მასას ორ ჭიქაში და ფსკერზე კარგად დავტკეპნით. ნახევარ ჭიწა მაწონს თანაბრად გადავანაწილებთ ორ ჭიქაზე და არაქისის კარაქის მასის ზემოდან მოვათავსებთ.
ცალკე პატარა ჯამში ავურევთ შვრიას და დარიჩინს და დავასხამთ დაბალცხიმიან რძეს. მიღებულ მასას შუაზე გავყოფთ და გადავანაწილებთ 2 ჭიქაზე და მოვასხამთ ზემოდან. შევდგამთ ჭიქებს მაცივარში და დილით მივირთმევთ საუზმეზე.
2. მეორე ვერსიაში ალუბლებს და ვანილს გამოვიყენებთ (ან სასურველი კენკრით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ). ვიღებთ 40-45 გრამ მსხვილ შვრიას, ნახევარ ჭიქა რძეს (თუ გაქვთ, შეგიძლიათ ნუშის რძე გამოიყენოთ), 60-70 გრამ ალუბალს, ვანილის ექსტრაქტს ან ფხვნილს, 2 ჩაის კოვზ დაფქულ სელის თესლს, 2 ჩაის კოვზ თაფლს და მწიკს დარიჩინს. ამ ყველაფერს კარგად ავურევთ, მოვათავსებთ ჯამში და შევდგამთ დილამდე მაცივარში. დილით შეგვიძლია თხლად დაჭრილი ნუში მოვაყაროთ.
3. მესამე ვარიანტი ქოქოსის და ფორთოხლის შემადგენლობითაა და საოცრად არომატულია. დაგვჭირდება 90 გრამი მსხვილი შვრია, 200 მლ. რძე, 1/4 ჭიქა მაწონი, 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელი, ვანილის ექსტრაქტი ან ფხვნილი და ერთი მანდარინის ან ნახევარი ფორთოხლის წვენი და გახეხილი კანი. ამ ყველაფერს ჯამში კარგად ავურევთ და მაცივარში შევდგამთ მთელი ღამით. დილისთვის უგემრიელესი საუზმე მზად გვექნება.
დროებით!
ანიკა