წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

გამოვაცოცხლოთ დაზიანებული თმა

ბლოგი:
თებერვალი 28, 2014
ავტორი Anika
ჩვენი თმა რომ მუდმივად სტრესში იმყოფება, მგონი ამაზე აღარ ვდავობთ: თმის საშრობი, ღებვა, გასწორება, დახვევა. ამას დაუმატეთ კიდევ ზამთრის კლიმატის თავისებურებები: გარეთ ცივი ჰაერი და ქარი, შენობაში კი საპირისპიროდ თბილი და გამომშრალი ჰაერი. მოკლედ, ყველანაირი პირობა გვაქვს საიმისოდ, რომ თმამ „ცუდად იგრძნოს თავი“.

ამ მდგომარეობისგან თმის დასახსნელად და მის გასაჯანსაღებლად კი სპეციალური პროდუქტები გვჭირდება, რომელთა შესახებაც დღევანდელ პოსტში მოგიყვებით და დაზიანებული თმის მოსავლელ ახალ პროდუქტებს გაგაცნობთ.

შამპუნი, ბალზამი და ნიღაბი „ინტენსიური აღდგენა“ Pantene Pro-V-გან - ამ თმის მოვლის საშუალებებში შემავალი ნივთიერებები სითბური ზემოქმედებით თმისთვის მიყენებული ზიანის აღდგენაში გვეხმარებიან: ისინი თმას 99%-ით ატენიანებენ, მას მბზინვარებას და აბრეშუმისებრ ელფერს უბრუნებენ. იდეალურია მათთვის, ვინც ხშირად სალონში ან თუნდაც სახლის პირობებში, ცხელი ფენით იყენებს თმას.

334x450_1_3ee036ef5d52bda34892a836c02a4ad8@1000x1346_0xd42ee42a_4039324341389351329

Glamour Recharge Wella Professionals-ის თმის სპრეის რამდენიმე უპირატესობა გააჩნია სხვა თმის ლაქებთან მიმართებაში: მას სუნამოს მსგავსი სასიამოვნო არომატი აქვს; მისი ტექსტურა მშრალ ზეთს მოგაგონებთ; მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერება პანთენოლი კი თმას ატენიანებს და თმის ღერების მსხვრევადობას ამცირებს. ამასთან ერთად, სპრეი ვარცხნილობის ისე აფიქსირებს, რომ მაქსიმალურად უნარჩუნებს მას ბუნებრივობას. ეს ახალი პროდუქტი კონკრეტულად შეღებილი თმისთვის მბზინვარების მისაცემად არის შექმნილი, თუმცა შეუღებავი თმის შემთხვევაში, ის ბუნებრივ ფერს დამატებით მბზინვარებას ანიჭებს.

388x450_1_c27068210f86b859f99044d601c5b2ca@1071x1240_0xd42ee42a_13828641551389275763
მბზინვარების მისანიჭებელი კრემი და ლაქი თმის ექსტრა ძლიერი და ელასტიკური ფიქსაციისთვის, Osis+Session Label, Schwarzkopf Professional - Session Label-ის ახალ ხაზში ორი ტექნოლოგიაა გაერთიანებული: Micro diffuser სპრეის გასხმისას მის თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს, ხოლო სწრაფი გაშრობის ფორმულის წყალობით თქვენ აღარ გექნებათ შეგრძნება, თითქოს თმა ერთმანეთზეა მიწებებული ან ის რამე ტკბილ სითხეში ამოავლეს - ხომ ნაცნობია ეს საშინელი გრძნობა?! ექსტრა ფიქსაციის ლაქი იდეალურია განსაკუთრებული ვარცხნილობისთვის, როცა გსურთ რომ მან ფორმა დიდი ხნით შეინარჩუნოს. ხოლო ელასტიკური ფიქსაციის ლაქი კი ბუნებრივი, ერთგვარად „მოუწესრიგებელი“ ვარცხნილობის შექმნაში დაგეხმარებათ. თაფლის ცვილზე დამზადებული კრემი კი იდეალურია სწორი ვარცხნილობებისთვის და იმავდროულად თმას ტენიანობას და თერმული დაზიანებისგან დაცვასაც ანიჭებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები