ბლოგი:
სექტემბერი 12, 2013
ავტორი Anika
ეს დიეტა, როგორც სათაურში წაიკითხეთ, ბრიტანელი ექიმ-დიეტოლოგის მაიკლ მოზლის მიერ არის შემუშავებული, თუმცა, კლასიკური გაგებით დიეტას ვერც დავარქმევთ, ალბათ, ვინაიდან ის განტვირთვის დღეებს უფრო ეხება და მისი წყალობით ერთი თვის განმავლობაში 10 კილოგრამამდე შეგიძლიათ დაიკლოთ - მავანნი ასე ამბობენ, მე ჯერ არ გამომიცდია.
“5:2 დიეტის” არსი იმაში მდგომარეობს, რომ კვირაში 5 დღე ჩვეულებრივად მიირთმევთ იმას, რაც მოგესურვებათ და როგორც მოგესურვებათ, ხოლო დანარჩენი 2 დღე კი არის რადიკალური განტვირთვის დღეები. ამ ორი დღის განმავლობაში დღიური ლიმიტი ქალებისთვის არის 500 კალორია (ერთ დღეზე), ხოლო მამაკაცებისთვის - 600 კალორია. რისგან უნდა შედგებოდეს ეს 500-600 კალორია? მაქსიმალურად ცილოვანი და უჯრედისით მდიდარი პროდუქტებისგან; ნახშირწყლები აკრძალულია ხილის და ბოსტნეული მცირე ულუფის გამოკლებით; ალკოჰოლიც ვეტოდადებული თემაა. ექიმი მოზლი გვრიჩევს, რომ ეს ორი განტვირთვის დღე მიყოლებით არ მოვაწყოთ, არამედ რამდენიმე დღის დაშორებით, მაგალითად, სამშაბათს და პარასკევს.
ვინც 500 კალორიაზე შეშფოთდით, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ეს არც თუ ისე ცოტაა - რეალურად შიმშილს მას ვერ დავარქმევთ. მაგალითისთვის მოგიყვანთ ბოსტნეულის კრემ-სუპს, მცირეოდენი ზეითუნის ზეთის დამატებით, რომელიც 100-150 კალორიას შეიცავს. თევზი ან ქათმის ფილე ბოსტნეულის გარნირთან ერთად 250 კალორიას არ სცდება.
ექიმების აზრით, კვირის განმავლობაში რამდენიმე მსგავსი ტიპის განტვირთვის დღის მოწყობა მხოლოდ წაადგება და გააუმჯობესებს თქვენს მეტაბოლიზმს. ამ დღეებში ორგანიზმი “გადარჩენის რეჟიმზე” გადადის და ცხიმის დაგროვილი მასის წვას იწყებს. ამიტომაც, როგორც ისინი გვარწმუნებენ, თუ კვირის განმავლობაში 5 დღე ჩვენ ბალანსირებულად ვიკვებებით და საჭირო ვიტამინებს და მინერალებს ვიღებთ, მაშინ ამ 2 დღიანი განტვირთვით რეალურად ზიანს ორგანიზმს ვერ მივაყენებთ.
დიეტის მიმდევართა ნაწილი აღნიშნავს, რომ პირველი ორი კვირის განმავლობაში, განტვირთვის დღეებში, მათ თავის ტკივილი აწუხებდათ და კონცენტრირებაც უჭირდათ. თუმცა, მათი თქმით, ორი კვირის შემდეგ ეს ყველაფერი წარსულის პრობლემად დარჩა და განტვირთვის დღე მათთვის რამე განსაკუთრებულ დისკომფორტს აღარ წარმოადგენდა.
და ბოლოს, აქვე მინდა გაგაცნოთ ბალტიმორის დაბერების ეროვნული ინსტიტუტის (ასეთებიც არსებობს!) მეცნიერების კვლევების შედეგი იმის შესახებ, რომ კვირაში რამდენიმე დღით კვების რადიკალური შეზღუდვა (დავარქვათ შიმშილი) ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების პროფილაკტიკაც შეიძლება იყოს. საქმე იმაშია, რომ 6 საათის განმავლობაში შიმშილის შედეგად ორგანიზმში თურმე “სამკურნალო პროცესები” იწყება: მიმდინარეობს უჯრედების წმენდა, ნელდება დაბერების პროცესი, ორგანიზმში არსებული ანთებითი კერები ცხრება, მყარდება იმუნური სისტემა, ხოლო ტვინში კი ახალი ნეირონები წარმოიქმნება, რომლებიც ტვინის მუშაობას სტიმულირებას უწევენ.
და არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა ტიპის დიეტაზეც არ უნდა იყოს საუბარი, უმჯობესია, მის დაწყებამდე ექიმთან გაიაროთ სათანადო კონსულტაცია, თქვენი ორგანიზმის თავისებურებების გასათვალისწინებლად.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა