წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

გარგარის სარგებლობის შესახბ

ბლოგი:
ივლისი 13, 2016
ავტორი Anika
გარგარი-გარგალის დილემა ალბათ, არასდროს ამოიწურება - მოდით, შევთანხმდეთ, რომ ჩემს ბლოგში ამ ხილს გარგარის სახელით მოვიხსენიებ, დღეს კი მის სასარგებლო თვისებებზე ვისაუბრებთ.

ზაფხული და გარგარი ბევრისთვის განუყრელი ცნებებია, ჩემთვის ნამდვილად ასეა. გარდა იმისა, რომ მომჟავო-მოტკბო გემოს კომბინაციის გამო მიყვარს, გარგარი ჩემთვის პრაქტიკული ხილიცაა: მარტივად გარეცხავ, გახლეჩ შუაზე და მორჩა, ყოველგვარი ზედმეტი თლა-ჭრის გარეშე შეგიძლია მიირთვა.

ბეტა-კაროტინით და უჯრედისით მდიდარი გარგარი C, A ვიტამინების, მაგნიუმის, ფოსფორის და კალიუმის კარგი წყაროა. ეს ლამაზი ყვითელი ხილი ანტიოქსიდანტებით ამარაგებს ორგანიზმს, რაც იმას ნიშნავს, რომ არაერთი მიმართულებით გვიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორებისგან. მაგალითისთვის, გარგარში შემავალი ანტიოქსიდანტი ფლავონოიდი კვლევების მიხედვით, გულ-სისხლზარღვოვანი დაავადებების პრევენციისთვის არის კარგი.

კაროტენოიდების ხარჯზე, გარგარი ძალიან დადებით მოქმედებს ჩვენს მხედველობაზე. მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ეს ნივთიერებები თვალს ასაკისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნისგან დაცვაში ეხმარება და მხედველობის მაქსიმალურად შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ერთი საშუალო ზომის გარგარი ორგანიზმს 4-5 გრამი კატექინით (მწვანე ჩაიში შემავალი ფიტონივთიერება) უზრუნველყოფს, კატექინები კი, თავის მხრივ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევიან, რაც არაერთი კვლევით არის დადასტურებული.

A ვიტამინით მდიდარი გარგარი ჩვენი კანის და კბილების სილამაზეზეც ზრუნავს, იმუნიტეტის გაძლიერებაში გვეხმარება და რეპრეოდუქტიურლ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

კალიუმის ხარჯზე გარგარი ორგანიზმს წყლის ბალანსის შენარჩუნებაში და გულისცემის რეგულირებაში ეხმარება. საშუალოდ, ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში 4.7 გრამი კალიუმი უნდა მიიღოს, 400 გრამი გარგარი კი ამ ნორმის მეხუთედს პასუხობს.

ხსნადი და უხსნადი უჯრედისი ორგანიზმს გლუკოზის და ქოლესტერინის ჯანსაღი დონის შენარჩუნებაში ეხმარება და დადებით მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე.

და რაც მთავარია, გარგარი 100 გრამზე მხოლოდ 48 კილოკალორიას შეიცავს! თუმცა, შაქრის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ისევე როგორც ხილის უმეტეს სახეობებში, მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს, მისი მირთმევა საღამოს საათებში არ არის რეკომენდებული.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები