ბლოგი:
ოქტომბერი 29, 2012
ავტორი Anika
ბოლო კვლევებმა დაადასტურეს, რომ მხოლოდ ვარჯიში ვარანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს ასაკთან დაკავშირებულ წონის მატებას. ამერიკელი ფიტნეს ინსტრუქტორი გრეიგ სმიტი ამბობს, რომ ჩვენი გარეგნობის 85 პროცენტი კვების, ხოლო 15 პროცენტი ვარჯიშის შედეგია. სწორედ ამიტომ, ყველაზე დიდი ასაკსაწინააღმდეგო იარაღი ულუფის შემცირებაა - ამბობს ამერიკელი ნუტრიციოლოგი ელიზაბეტა პოლიტი. მაშინ როცა ერთ დღეს რაციონის კონტროლის გარეშე მივირთმევთ ყველაფერს და ამას არანაირი შესამჩნევი ეფექტი არ აქვს, ხოლო მეორე დღეს ერთი ნაჭერი ნამცხვრის დაგემოვნების შემდეგ საყვარელი ჯინსის შარვლის შეკვრა გვიჭირს არასწორი კვების შედეგია. ცნობილი დიეტოლოგები და ნუტრიციოლოგები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა საინტერესო რჩევებს გვთავაზობენ.
20 წლის შემდეგ გოგონებში რეპროდუქციული ჰორმონის-ესტროგენის გამომუშავება მატულობს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას. ამ დროს გაძნელებულია გლუკოზის ენერგიად გარდაქმნა და შესუსტებულია შაქრის და ცხიმის წვის პროცესი. ექიმები გვირჩევენ, რომ ამ ასაკში შევამციროთ ნახშირწყლების მიღება და მივირთვათ ცილის შემცველი საკვები. ასევე სასარგებლოა რძე და ბოსტნეული, ისეთი როგორიც არის ისპანახი, რომელიც დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას შეიცავს. რაც შეეხება ვარჯიშს, რეკომენდირებულია კვირაში 3-4 დღე ნახევარსაათიანი სესიები.
30 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმი მთლიანად წყვეტს ვერტიკალურად ზრდას. შესაბამისად, ზრდის ჰორმონები, რომელიც ორგანიზმში გამოიყოფა ხელს უშლის ცხიმოვან ქსოვილში გლუკოზის შეწოვას, ამ დეფიციტის ფონზე კი წონაში დაკლება ძალიან გართულებულია. ამას ემატება ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ყოველდღიური სტრესი.
ექიმები გვირჩევენ, რომ დილა დაიწყოთ ბერძნული იოგურტით (ჩვენებური მაწონის მსგავსი პროდუქტია), რომელიც შეიცავს კალციუმს და ორჯერ მეტ ცილას, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი. თუ ტკბილის განსაკუთრებული მოთხოვნილება გაქვთ, სჯობს მიირთვათ იგი საუზმეზე. ექიმები გირჩევენ, შეიმუშაოთ კვების კონტროლის თქვენეული მეთოდი. მაშინ როდესაც თქვენი შვილი ვახშობს, ეცადეთ თქვენ მსუბუქად წაიხემსოთ და მის ნარჩენებს არ მიეძალოთ. ამ ასაკში კალორიების დაწვისთვის მისაღებია ნებისმიერი სახის აქტივობა.
40 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ფერხდება. მენოპაუზასთან მიახლოების პარალელურად, ნაკლები ესტორგენის ჰორმონი გამომუშავდება, რაც იწვევს ცხიმის მუცლის მიდამოებში დაგროვებას. 40 წლის შედეგ, წონასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებაც. ექიმები გვირჩევენ, რომ მივიღოთ ქოქოსის ზეთი, რომელიც დაბლას სწევს სისხლში ქოლესტერინის შემცველბას და ორგანიზმისთჳის მარტივია მისი ენერგიად გარდაქმნა. ასევე წითელი ბულგარული წიწაკა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს სიმსივნური დაავადებების გაჩენის რისკს. რაც შეეხება ფიზიკურ დატვირთვას, რეკომენდირებულია ძალისმიერი ვარჯიშები (strengh training), რომელიც ხელს შეუწყობს ასაკის მატებასთან ერთად კუნთის პირვანდელი ფორმის შენარჩუნებას.
დროებით,
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა