წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

გაზაფხული და ჰიპოვიტამინოზი

ბლოგი:
მარტი 28, 2014
ავტორი Anika
დაიწყეთ უკვე გაზაფხულის თანმდევ ავიტამინოზთან და მის უარყოფით გამოვლინებებთან ბრძოლა?! მოიყვანეთ საბრძოლო მზადყოფნაში მულტი-ვიტამინების არსენალი?! ვისაც, ჩემ მსგავსად, ვიტამინების ნაკლებობა ამ სეზონზეც არ განებებთ თავს, გირჩევთ, დღევანდელ ბლოგში, ექიმების რჩევებს გადაავლოთ თვალი და დღემდე მყარად დამკვიდრებული მითები დაარღვიოთ.

ავიტამინოზი კონკრეტული ვიტამინის სრულ დეფიციტს ნიშნავს, რაც გაცილებით იშვიათი შემთხვევაა, ვიდრე ვიტამინის ნაკლებობა. როგორც წესი, საკვებთან ერთად ორგანიზმში ვიტამინების გარკვეული რაოდენობა ხვდება და მათი დიდი ნაწილი ორგანიზმში სინთეზირებას ახდენს. გამონაკლისი მხოლოდ C ვიტამინია, რომელიც ორგანიზმში დიდ ხანს არ ნარჩუნდება და რომლის მუდმივად მიღება გვჭირდება. მოკლედ, რეალური პრობლემა ჰიპოვიტამინოზია - ანუ ერთი ან რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში.

გაზაფხულის მოსვლა ნამდვილად არ გულისხმობს აუცილებლობას, გავვარდეთ აფთიაქში, შევიძინოთ მულტი-ვიტამინების კომპლექსი და ასე დავიწყოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რომელი ვიტამინი გვაკლია, რაშიც კომპეტენტური ექიმი და სათანადოდ ჩატარებული კვლევები დაგვეხმარება. თუმცა, არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელთა მეშვეობითაც თავად შეგვიძლია განვსაზღვროთ ვიტამინების ნაკლებობის არსებობა. მაგალითად, A ვიტამინის ნაკლებობის დროს მხედველობა უარესდება, კანი იქერცლება, თმა და ფრჩხილები კი მსხვრევადი ხდება. B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობისას ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები იჩენს თავს, ხოლო C ვიტამინის ნაკლებობაზე კი გათხელებული კაპილარები, სისხლჩაქცევების წარმოქმნისადმი მიდრეკილება, დაბალი ჰემოგლობინი მიუთითებენ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი სიმპტომების გამოჩენისას, საჭიროა ექიმს მიმართოთ და გაიაროთ შესაბამისი კონსულტაცია. რაც არ უნდა გენიალური აღწერა ჰქონდეს კონკრეტულ ვიტამინების კომპლექსს, ასეთი პრეპარატები მაინც ქიმიური სუბსტანციებია, ამიტომაც, თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე მათი მიღება, არ არის რეკომენდირებული. საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი საკვები რაციონი, სადაც ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის ხილ-ბოსტნეულის, ბურღულეულის და სხვა საკვები პროდუქტების მიღებას შეძლებდით.

400x500_0x59f91261_19188440021393574248

მესამე მითი ლიმონის თერაპიას შეეხება: აი, რომ გავცივდებით ან ვირუსი შემოგვიტევს და დაუყოვნებლივ უთვალავი რაოდენობის ლიმონის და ფორთოხლის მიღებას რომ ვიწყებთ. არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ერთ-ერთი წამყვანი ვიტამინია და რომ მისი საკმარისი რაოდენობით მიღება მნიშვნელოვანად განაპირობებს ჩვენს ჯანმრთელობას. თუმცა, თავისთავად ეს ფაქტი არ არის იმის საბაბი, რომ ლიმონი და ფორთოხალი კოლოგრამობით მივირთვათ. არ დაგავიწყდეთ - ასკორბინის მჟავის დღიური დოზა 50-100 მგ-ია. მაგალითისთვის, 100 გრამ ლიმონზე (კანის გარეშე რომ ვიანგარიშოთ) 40 მგ. ასკორბინის მჟავა მოდის, ხოლო ერთი საშუალო ზომის ფორთოხალი 60 მგ.-ს შეიცავს.

და ბოლოს, დაივიწყეთ მითი იმის შესახებ, რომ ზამთარში ხილის მირთმევას აზრი არ აქვს, ვინაიდან ზამთრის ხილი ვიტამინებისგან და მინერალებისგან დაცლილია. ექიმები გვარწმუნებენ, რომ წლის განმავლობაში, სეზონის მიუხედავად, თუ თქვენ ყოველდღიურად 5 დასახელების ხილის და ბოსტნეულის მუჭის ზომა ულუფას მიიღებთ, ვიტამინების ნაკლებობა არ დაგემუქრებათ. მაგალითად, A ვიტამინი შეგვიძლია მივიღოთ ნაღების კარაქიდან, საქონლის ღვიძლიდან, კვერცხიდან, ყველიდან, B ჯგუფის ვიტამინები კი ცეხვილ პურში, შვრიაში, წიწიბურაში გვხვდება დიდი რაოდენობით.

და ბოლოს, ამ ყველაფერთან ერთად, არ დაგავიწყდეთ, რომ ფიზიკური აქტივობაც საკმაოდ მნიშვნელოვანია: ამ დროს არასპეციფიური იმუნიტეტის გაძლიერება და ნივთიერებათა ცვლის პროცესის გააქტიურება ხდება, ეს კი თავის მხრივ, ვიტამინების სინთეზს უწყობს ხელს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები