We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

გაზაფხულის კოსმეტიკური სიახლეები

_from blog_:
_March_ 15, 2016
_by_ Anika
ყველაზე საინტერესო და სახალისო სიახლეები ყოველთვის გაზაფხულს მოაქვს: მზესთან, სითბოსთან და აყვავებული ნუშის სურნელთან ერთად სასიამოვნო სიახლის მოთხოვნილებაც მოდის ავტომატურად, შედეგად კი გარდერობის და კოსმეტიკური ჩანთის გადახედვას და განახლებას ვიწყებთ. ამ მომენტისთვის გაზაფხულის კოსმეტიკურ სიახლეებს გადავავლე თვალი და რამდენიმე ყველაზე გამორჩეული მინდა გაგიზიაროთ:

2b194c802235fff40f5610015feb13ed-1

1. Givenchy-ს საიდუმლო ტუჩის საცხი Rouge Interdit Vinyl - ერთი შეხედვით დაფარული აქ თითქოს არც არაფერია, თუმცა ახალ კოლექციას, რომელიც შავი ვარდის ზეთის ხარჯზე ტუჩის კანს კიდევ უფრო მეტად ატენიანებს, ვარდისფერი, ქლივისფერისა და ნაირ-ნაირი ტონალობის წითელის გარდა კიდევ შავი ფერის პომადაც შეემატა: საიდუმლო ინგრედიენტის დახმარებით, ეს შავი პომადა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშჲ ინდივიდუალურ ფერს იღებს, კონკრეტული ტუჩის pH-ის მიხედვით. ასე, რომ ეს ერთგვარი სიურპრიზია.

0147b39fb20b851017073c72fdf2eb86

2. პირველი კომპაქტური პუდრა Lancome-სგან. Teint Idole Ultra Compact მსუბუქი კონსისტენციისაა, დიდ ხანს ძლებს კანზე, გლუვს ხდის მას, არ ახშობს ფორებს და სუნთქვის შესაძლებლობას ანიჭებს კანს. დარიჩინის ექსტრაქტის წყალობით მას ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია და ამცირებს შავი წერტილების გაჩენის რისკს. კომპაქტური პუდრები 8 ფერშია წარმოდგენილი: ყველაზე პოპულარული 6 ფერი + 2 დამატებითი შედარებით მუქი ფერის ტონალობა. პუდრას მოსახერხებელი დიდი ზომის ღრუბელი მოყვება.

785dc3bc6fa850b47f2702985a268804

3. Lip Palette L'oreal-ისგან - ლორეალის ტუჩის საცხების ეს პალეტები საკმაოდ მოსახერხებელი რამეა: ერთ კომპაქტური ზომის პალეტში 6 გასხვავებული ფერია მოთავსებული. ამ სეზონზე საცხები წითელ და ე.წ. nude ანუ ნეიტრალურ კანის ფერშია წარმოდგენილი. წითელ პალეტში ყველაზე მეტად საზაფხულო მარჯანისფერი მომწონს, მეორე ნაკრებში კი ბუნებრივი ატმისფერი.

57ac06e25ed595ac16e81e1d1c619dd6

4. სახის პალიტრა Gipsy Opale ოთხ პასტელურ ფერს აერთიანებს და სახის კორექციისთვის არის განკუთვნილი: ბაცი მწვანე სიწითლეს ანეიტრალებს, მოიისფრო მბზინვარებას ანიჭებს, ვარდისფერი აახლებს კანს, მოოქროსფრო კი კანს შიგნიდან ანიჭებს სინათლეს. ეს ყველაფერი შეიგიძლიათ დაივიწყოთ და ყველა ფერი ფუნჯით ერთმანეთში აურიოთ და ისე წაისვათ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







_OTHER BLOGPOSTS_