წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

გაზაფხულის კვების თავისებურებები

ბლოგი:
მარტი 08, 2015
ავტორი Anika
ზამთრის მოღუშული და დამძიმებული პერიოდიდან ნათელ გაზაფხულზე გადასვლისთანავე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვიდგება, მათ შორის კი ყველაზე საჭირბოროტო შემდეგი ორი შეკითხვაა: რა ვუშველოთ გაფერმკრთალებულ სახის კანს და ზედმეტ კილოგრამებს? პასუხი ამ შეკითხვებზე საკმაოდ მარტივია: უნდა გადავერთოთ საგაზაფხულო კვების რეჟიმზე, რასთან დაკავშირებითაც დღევანდელ პოსტში ექიმ-დიეტოლოგების რჩევებს გაგიზიარებთ. განსაკუთრებული ამ კვების რეჟიმში არაფერია, ეს უემტესწილად ბუნებრივი პროცესია და მექანიკურად გადავდივართ გაზაფხულის პროდუქტებზე, მაგრამ საშიში ამ გარდატეხაში ისაა, რომ ზამთრის მძიმე საკვებს დიდ ხანს არ შევრჩეთ ძველი ინერციით.

რჩევა N1 - ვახდენთ ორგანიზმში არსებული ვიტამინების ნაკლებობის აღმოფხვრას: სწორედ ჰიპოვიტამინოზის ბრალია სახის კანის გაცრეცილი ფერი, გამომშრალი თმა და ზოგადი სისუსტე. ზამთრის სეზონზე საკმაოდ შემცირებული ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის მიღება გაზაფხულის დადგომასთან ერთად უნდა გამოვასწოროთ. ერთი რჩევა: გვერდს ნუ აუვილით კამას - მასში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა და ის დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს.

ebaee68714d92fe406876cabb875b516

რჩევა N2 - ვიღებთ "სიხარულის" პროდუქტებს ანუ ისეთ საკვებს, რომელიც ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის გამომუშავებაში გვეხმარება. თქვენი ფიქრები ეგრევე შოკოლადისკენ თუ გაიქცა, იმედებს არ გაგიცრუვებთ და გეტყვით, რომ ამ სიაში ეს ჯადოსნური ტკბილეულიც არის შესული, თუმცა გაცილებით ჯანმრთელი ალტერნატივაა ზღვის კომბოსტო, მწვანილი და სოკო.

რჩევა N3 - ყველაზე ცუდი, რაც საკუთარ ორგანიზმს გაზაფხულის დადგომისას შეგიძლიათ გაუკეთოთ, დიეტის დაწყებაა. არავითარი დიეტა ამ პერიოდში - გვაფრთხილებენ ექიმები. ისედაც დასუსტებულ ორგანიზმს, კიდევ უფრო მეტად შესუსტება ნამდვილად არ ესაჭიროება. ამიტომაც, განტვირთვა შეგვიძლია პერიოდულად განტვირთვის დღეების მოწყობით და ნელ-ნელა რაციონში უარყოფითი კალორიულობის მქონე პროდუქტების შემოტანით.

რჩევა N4 - შეეცადეთ მაქსიმალურად ხშირად გახვიდეთ ჰაერზე: მზის სხივები ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებენ, რის შედეგადაც ნივთიერებათა ცვლაც უმჯობესდება. სპორტულ დარბაზებში გატარებული დროის ნაწილი "გარეთ გაიტანეთ": ჰაერზე ძუნძული ან სირბილი იდეალური ვარიანტია. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ინტენსიური ვარჯიშების შედეგად ცხიმებთან და ზედმეტ კალორიებთან ერთად ვიტამინებიც იწვება (ეს ნამდვილად არ ვიცოდი!), ამიტომაც საჭიროა მათი მარაგის მუდმივი შევსება: ექიმს რჩევა კითხეთ, თქვენთვის შესაფერისი ვიტამინების და მინერალების კომპლექსი რომ შეგირჩიოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







 

მსგავსი ბლოგები