ბლოგი:
მარტი 22, 2014
ავტორი Anika
თუ თქვენ გსურთ მსოფლიო მოდის ტენდენციებს არ ჩამორჩეთ და სამოსის გარდა თმაც მოიყვანოთ ამ ტენდენციებთან შესაბამისობაში, მაშინ თავიდანვე გეტყვით, რომ სანერვიულო არაფერია: თქვენი თმის სიგრძის მიუხედავად, ყველაფერი დიდი ძალისხმევისა და თავდადების გარეშე გამოგივათ. ამ სეზონზე ყველაზე ნაკლები ყურადღება სწორედ რომ თმის სიგრძეს ექცევა: არ აქვს მნიშვნელობა გრძელ ვარცხნილობას ატარებთ თუ მოკლეს, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ სეზონის მოდურ ვარცხნილობებს შორის ერთ-ერთის მორგებას.
1960-იანების ათწლეულისადმი ვინც განსაკუთრებული სენტიმენტებით ხართ გამსჭვალული, თამამად შეგიძლიათ ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარცხნილობა სცადოთ: შუბლზე შეჭრილი თმა (ე.წ.Челка) წარბებს ფარავს და წამწამებამდე ჩამოდის, რაც თვალებს კიდევ უფრო მეტყველს ხდის, თმა კი იდეალურად გასწორებულია.
მეორე ალტერნატივა ჰაეროვანი, მოლივლივე ვარცხნილობაა, რომელიც იდეალურ შემთხვევაში, მსუბუქად მომრგვალებულია და ოვალის ფორმას იმეორებს. ამ ვარცხნილობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თმის ფერი: ტალღისებურად გარდამავალი ფერი ქმნის სწორედ იმ სასურველ “ჰაეროვანი თმის” ეფექტს.
ზუსტი ქართული თარგმანი ვერ მოვიძიე, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი ტერმინი “ბობია” - ასე მოიხსენიებს მას ნებისმიერი თმის სტილისტი. გაზაფხულის მოდურ ვარცხნილობებში კი სწორედ კლასიკური ბობის მოვიტებზე შექმნილი “დინამიური ბობი” შევიდა, რომელიც სხვადასხვა სიმაღლეზე აჭრილი მოკლე ვარცხნილობის ხარჯზე ყვრიმალებს უსვამს ხაზს და ამით სახის ოვალურ კონტურს ლამაზად წარმოაჩენს.
ვისაც მოკლე თმა გაქვთ, ძალიან გაგიადვილდებათ მოდური “ბიჭური ვარცხნილობის” შექმნა. აქ მთავარი ელემენტი შუბლზე შეჭრილი თმა (ე.წ.Челка) არის - ის აუცილებლად გრძელი და აბურძგნილი უნდა იყოს. საფეთქლებს ქვემოთ თმის ღერები ყურის ბიბილოებამდეა ჩამოგრძელებული, ხოლო მთლიან თმას საკმაო მოცულობა აქვს. როგორც ამბობენ, ეს ვარცხნილობა ადვილი გასაკეთებელია სახლის პირობებში: თმის საშრობი და თმის სტაილინგისთვის აუცილებელი პროდუქტი დაგჭირდებათ.
და ბოლოს, სეზონის ყველაზე დიდი ჰიტი, რომელიც გამოგიტყდებით და მეც ყველაზე მეტად მომეწონა - 1990-იანების ვარცხნილობა, რომელსაც კონკრეტული სახელი არ გააჩნია. მხრებს ზემოთ სიგრძის ვარცხნილობაში შუბლზე შეჭრილი თმა გრძელია და გვერდზე არის გადავარცხნილი, მისი მთავარი პლიუსი კი ის არის, რომ ამ ვარცხნილობა თმის ღერები ძალიან კარგად ინარჩუნებე ფორმას და იმავდროულად მოქნილობასაც არ კარგავენ მოძრაობისას.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა