ბლოგი:
მარტი 25, 2014
ავტორი Anika
ინტერნეტში სილამაზის ინდუსტრიის სიახლეებს თვალი რომ გადავავლე, ისეთი მრავალფეროვნება და სიჭრელე დამხვა, რომ ერთ კონკრეტულ რამეზე კონცენტრირება გამიჭირდა. თუმცა, დამშვიდებულ გონებაზე ყველაფერი კარგად გადავათვალიერე, კატეგორიებად დავყავი და გადავწყვიტე, დღევანდელ პოსტში, ჩემი შეხედულებით, ყველაზე საინტერესო გაზაფხულის პომადები გაგიზიაროთ - დანარჩენები მომდევნო პოსტებში იყოს.
ცნობილმა კოსმეტიკურმა ბრენდმა Estée Lauder-მა 20 განსხვავებული ფერისგან შემდგარი ტუჩის საცხების ახალი კოლექცია გამოუშვა. მდგრადი პიგმენტების შემცველი პომადების კოლექცია სახელწოდებით Pure Colour Envy მსუბუქი და დამატენიანებელი ტექსტურით გამოირჩევა - ჰიალურონის მჟავის კომპლექსის დამსახურებით, ტუჩები ხანგრძლივად ინარჩუნებენ სიმსუბუქის სასიამოვნო შერძნებას.
პრესტიჟული ფრანგული კოსმეტიკური სახლის Sisley-ს დეკორატიული კოსმეტიკის ასორტიმენტში ერთობ მადისაღმძვრელი განახლებაა: Phyto-Lip Twist-ის სახელწოდების ტუჩის მბზინავები ამჯერად ფანქრის ფორმატით მოგვევლინენ. გარეგნულად ფანქრები ზებრას შეფერილობისაა, რაც კარგად ესადაგება თავად ტუჩის საცხების მხიარულ და თამამ პალიტრას. მომხმარებელს არჩევანის გაკეთება 6 ახალი ფერის მბზინავს შორის მოუწევს: Nude - ბუნებრივი ბეჟი, Baby - ნაზი ვარდისფერი, Peach - მსუყე ატმისფერი, Pinky - ხასხასა ვარდისფერი; Berry - ნაზი ქლიავისფერი და Cherry - ალუბლისფერი წითელი. უნიკალური მცენარეული ფორმულის წყალობით, ახალი მბზინავი ყველაზე მგრძნობიარე ტუჩებსაც კარგად იცავს და იდეალურ დატენიანებასაც უზრუნველყოფს. თუ თქვენ ტუჩისთვის მხოლოდ მსუბუქი ფერის მიცემა გენდომებათ, მაშინ საკმარისი იქნება მბზინავის ტუჩებზე ოდნავ შეხება. ხოლო თუ უფრო ძლიერ დააწვებით მბზინავ ფანქარს, მაშინ ფერიც გაცილებით მსუყე და კაშკაშა გამოვა.
მოკლედ, ამ გაზაფხულზე საკმაო მიზეზი და ინსპირაცია გაქვთ საიმისოდ, რომ სადა პომადა მბზინავით ჩაანაცვლოთ. ამის კიდევ ერთი მიზეზი ცნობილი იაპონური ბრენდის Shiseido-ს პომადების ახალი ხაზია. Lacquer Gloss-ის სახელწოდების ხაზში შესული ახალი მბზინავები ტუჩებს არ აშრობს, საკმარისად ატენიანებს მათ და 2 საათზე მეტ ხანს ძლებს ტუჩებზე - მბზინავებისთვის ეს კარგი მაჩვენებელია! რაც მთავარია, ეს მბზინავები უსიამოვნო წებოვან შეგრძნებას არ დაგიტოვებთ და თქვენს ტუჩებს დამატებით მოცულობასაც შესძენს - ვიზუალურად, ბუნებრივია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა