We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

გაზაფხულის ტენდენცია: მსუბუქი ნარუჯის ეფექტი

_from blog_:
_March_ 12, 2013
_by_ Anika
ნარუჯს აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. თუმცა, ამჯერად, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად “წამოჩიტულ” ფერად-ფერად ტენდენციებში ნარუჯი, კლასიკური გაგებით არსად დომინირებს. მზესთან შეთამაშება ან ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეთამაშების შედეგის მაკიაჟით შექმნა კი გაზაფხულის ყველაზე გამოკვეთილი ტრენდია. MAC-ის პროფესიული მაკიაჟის ბრენდის ვიზაჟისტი ლინ დისნოერი გვირჩევს, ბრონზერი ჩვეულებისამებრ მთელ სახეზე არ გადავისვათ, ვინაიდან ასე სასურველ ეფექტს ვერ მივიღებთ. ვიზაჟისტს თუ დავუჯერებთ, ფუნჯის ყვრიმალებზე და სახის ოვალის გასწვრივ გასმა საკმარისია იდეალური მსუბუქი ნარუჯის ეფექტისთვის. მაქსიმალური ბუნებრივობისთვის, არ დაგავიწყდეთ, მოყავისფრო პალიტრის ჩრდილების წარბის ქვეშ და მოძრავ ქუთოთოებზე გადასმა!

მსუბუქი ნარუჯის ეფექტზე წარმოდგენის შესაქმნელად სეზონის რამდენიმე ჩვენებისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია. Dolce & Gabbana-ს ჩვენებისთვის ცნობილმა ვიზაჟისტმა პეტ მაკგრატმა ასეთ ხერხს მიმართა: მოდელებს ყვრიმალებზე “რუმიანის” სამი სხვადასხვა ფერის მიქსი გადაუსვა, რის შედეგადაც გოგონებს ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ქალაქში დაბრუნებული ქალის გამომეტყველება ჰქონდათ.

მოდით ახლა საქმეზე გადავალ და ვიზაჟისტების მიერ რეკომენდირებულ რამდენიმე პროდუქტს გაგაცნობთ, რომელიც ამ გაზაფხულზე (ან თუნდაც ზაფხულში) მსუბუქი ნარუჯის ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ - დამოუკიდებლად, ყოველგვარი პროფესიონალური ასისტანსის გარეშე.



Guerlain-ის დაპრესილი პუდრი Terracotta Poudre Bronzante რა ხანია უკვე ამ მიმართულების გამოკვეთილი ლიდერია და პირადი გამოცდილებით გირჩევთ, რომ იდეალური ნარუჯის ეფექტისთვის ყველაზე სასურველი პუდრია.თუმცა, თუ ჩემს მსგავსად თავგამოდებით გერლენის ფანები არ ხართ, გირჩევთ მეორე ალტერნატივად  Clinique-ის ბრონზერი True Bronze, 02 ფერში გამოსცადოთ.



თვალის ჩრდილები Diorshow Mono, 566, Dior-გან ძალიან გამოგადგებათ ზემოთ მოცემული რჩევის განხორციელებაში.



Shiseido-ს ტუჩის საცხი Perfect Rouge, BE740-ის მეშვეობით დანარჩენი მაკიაჟის შესაფერისი ტუჩის ბუნებრივი შეფერილობის მიღწევას შეძლებთ.



და ბოლოს, ფრჩხილები - ვფიქრობ, Vernis Please! 184, Givenchy-გან იდეალურად უნდა ესადაგებოდეს ზემოთჩამოთვლილ პალიტრას და ლამაზად დაასრულებს თქვენს მაკიაჟს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





_OTHER BLOGPOSTS_