ბლოგი:
აპრილი 21, 2014
ავტორი Anika
რა შეიძლება იწვევდეს გაზაფხულის ისეთ ასოციაციებს, როგორც ამას ულამაზესი შროშანი ახერხებს?! ზარის მსგავსი კეკლუცი ყვავილები და საოცარი სურნელი - ეს ყოველივე საკმარისად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ლეგენდარული ფრანგული კოსმეტიკის ფირმის Guerlain-ისთვის საიმისოდ, რომ ახალი სურნელი სწორედ შროშანის საპატივცემულოდ შეექმნა. სურნელი Muguet გერლენისთვის სიახლეს ნამვილად არ წარმოადგენს - ეს სუნამო ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ არაერთხელ იცვალა ფერი, სურნელი და სახე. უცვლელი მხოლოდ ერთი რამ რჩება: სუნამოს შეძენა გაყიდვაში გამოსვლიდან მხოლოდ 24 საათის განმავლობაში არის შესაძლებელი. ესეც სიმბოლური უნდა იყოს - ისევე როგორც შროშანი მხოლოდ რამდენიმე დღე ცოცხლობს, ასევეა გერლენის ლიმიტირებული სუნამოც, რომელიც 2014 წელს თეთრი ფაიფურის ორიგინალურ შეფუთვაშია წარმოდგენილი.
სიცილია, მისი პეიზაჟები და კოლორიტული მაცხოვრებლები არაერთხელ გამხდარა იტალიელი დიზაინერების დოლჩე და გაბანას დუეტისთვის შთაგონების წყარო. ამჯერად სიცილიას დიზაინერებმა ახალი სურნელი მიუძღვნეს, რომელსაც სახელად Dolce ეწოდა და რომელზეც სიცილიური წარმოშობის დომენიკო დოლჩეს მამის ხელით ნაწერი Dolce არის გადატანილი. არ ვიცი, ცხოვრება ვისთვის რამდენად ტკბილია ან რამდენად გიყვართ სიცილია, მაგრამ ეს სურნელი, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტად იტალიური სულით არის გაჟღენთილი, რომლის გულშიც გამონაკლისის სახით, იშვიათი სახეობის ჩრდილო-აფრიკული ყვავილის თეთრი ამარილისის ნოტები ჭარბობს.
Acqua di Parma-ს სუნამო ოდესმე თუ გქონიათ, ესე იგი თქვენ გამორჩეული და არაბანალური სურნელების ჭეშმარიტი მოყვარული ხართ. ამიტომაც, თქვენთვის სასიხარულო სიახლე იქნება იმის გაგება, რომ Gelsomino Nobile ახალი ვერსია გამოვიდა, რომელიც უნიკალური ფლაკონის გამო ნამდვილ საგანძურად შეიძლება ჩაითვალოს. ულამაზეს ბოთლზე ოქროს გრავირებით ჟასმინია გამოსახული (როგორც ამბობენ, ეს სამუშაო საუკეთესო ტოსკანელმა ოსტატებმა შეასრლეს), რაც შემთხვევითი ნამდვილად არ არის: Gelsomino Nobile-ში წამყვანი ნოტები ხომ სწორედ ჟასმინს ეკუთვნის.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა