We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

გაზაფხულზე კვების მთავარი პრინციპები

_from blog_:
_June_ 15, 2017
_by_ Anika
ზამთრიდან გაზაფხულზე გარდამავალი სეზონი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ვინაიდან გაზაფხულის მოსვლა პირველ რიგში, ჰიპოვიტამინოზს (ვიტამინების ნაკლებობას) და იმუნიტეტის შესუსტებას გულისხმობს. ეს ყველაფერი სისუსტით, ადვილად გადაღლით, თავის ტკივილებით, თავბრუხვევებით და სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები სახით ვლინდება. ხანგრძლივმა ჰიპოვიტამინოზმა კი შესაძლოა მხედველობის დაქვეითება, კანის მდგომარეობის გაუარესება (აქერცვლა, სიმშრალე), თმის და ფრჩხილების მტვრევადობა გამოიწვიოს. რას გვრიჩევენ ექიმები ამ სეზონზე?

- ამ დროს, ექიმის მიერ რეკომენდებული ვიტამინების და მინერალების კომპლექსის გარდა, მნიშვნელოვანია, საკუთარ ორგანიზმს დაბალანსებული კვებითაც მივეხმაროთ - ასეთი კვება კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის სიჯანსაღეს შეუწყობს ხელს და შესაბამისად, გააძლიერებს იმუნიტეტს და გამოგვისწორებს განწყობას.

- საჭირო რაოდენობით წყლის მიღება - არაგაზირებული, წყაროს წყალი - არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს და ორგანიზმს დეტოქსიკაციაში ეხმარება.

- ბუნებრივი ვიტამინების და მინერალების წყარო როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის საკვებია: ამ დროს დიდი ოდენობით უნდა მივირთვათ სეზონური ბოსტნეული და ხილი, რომელშიც ვიტამინების და მინერალების მაქსიმალური კონცენტრაციაა. კარგი ალტერნატივაა გაყინული ხილი და კენკრა (მე კენკრებს ვყინავ ხოლმე), რომელშიც მინიმალურად იკარგება შენახვის გამო ვიტამინები და მინერალები. გაზაფხულისთვის კარგად ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი.

w960

- არ დაგავიწყდეთ მარცვლეული, პარკოსნები და თხილეული, რომლებიც გაზაფხულზეც ინარჩუნებენ მათში შემავალ სიკეთეებს: B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინი, რკინა, სელენი და თუთია, რომლებიც კომბინირებულად ორგანიზს დამცავი ფუნქციების შენარჩუნებაში დაეხმარება.

- ცილოვანი საკვები ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია: იირთვით ფრინველის, საქონლის ხორცი, ნაკლებცხიმიანი ხაჭო. თავი შეიკავეთ დაკონსერვებული და შებოლილი ხორცის პროდუქტების მირთმევისაგან - მათ შესაძლოა იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიონ.

- კარგი განწყობისთვის, ენერგიისთვის და იმუნური სისტემის სიძლიერისთვის აუცილებელია საჭირო ოდენობით ცხიმების მიღებაც.

_OTHER BLOGPOSTS_