We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

გემრიელი და დაბალკალორიული საზაფხულო დესერტი კენკრისგან

_from blog_:
_June_ 15, 2018
_by_ Anika
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზაფხულის ცხელ სეზონთან გამკლავებაში კენკრა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ფერად-ფერადი, არომატული, დაბალკალორიული და მდიდარი გემოს მქონე კენკრა, როგორც იცით, ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ანტიკანცეროგენული თვისებები აქვს, კანს თავისუფალი რადიკალებისგან და ნაადრევი დაბერებისგან იცავს. თანაც, კენკრას საკმაოდ დაბალი კალორიულობა აქვთ, ვიტამინების სიმდიდრით კი გამორჩეულია.

კენკრის სასარგებლო თვისებებით ძალიან რომ არ შეგაწყინოთ თავი, მოდით დღევანდელ პოსტში რამდენიმე სასარგებლო იდეას შემოგთავაზებთ, თუ როგორ ჩავრთოთ კენკრის ესა თუ ის სახეობა ჩვენს საკვებ რაციონში, გავიჯანსაღოთ ორგანიზმი და გავიახალგაზრდავოთ კანი.

ერთ-ერთი უგემრიელესი ვარიანტია მაწონი კენკრის თბილი სოუსით, რომლის მოსამზადებლადაც 250-250გრ. მოცვი და შავი მოცხარი, 1/2 ჭიქა წყალი, 1/4 ჭიქა შაქარი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი კარაქი და 2 ჭიქა მაწონი დაგვჭირდება. კენკრას, წყალს, შაქარს და ლიმონის წვენს პატარა ჯამში ვათავსებთ, ვდგამთ ცეცხლზე, დუღილამდე მიგვყვას, შემდეგ ცეცხლს დაბალზე ვტოვებთ და 10 წუთი ვაჩერებთ ასე, სანამ სოუსი არ შესქელდება. დავამატებთ კარაქს. ვიღებთ ლამაზ ჯამს, თითოეულში მოვათავსებთ ნახევარ ჭიქა მაწონს და ზემოდან მოვასხამთ მიღებული სოუსის 1/4 -ს - ძალიან გემრიელი და იმავდროულად სასარგებლო დესერტი გამოდის.

edeeb2c179087b733d4f56f98efbb1dc--blueberry-sauce-recipes-blueberry-desserts

მეორე არანაკლებ არომატული და გემრიელი ალტერნატივა პარფეს თემაზე მინდა შემოგთავაზოთ, რის მოსამზადებლადაც დაგვჭირდება 1.5 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი, 1/2 ჩაის კოვზი ფორთოხლის გახეხილი კანი, 200 გრამი მაწონი, 250 გრამი მოცვი, 2 საშუალო ზომის ფორთოხალი ლებნებად გარჩეული. შაქარს, ფორთოხლის გახეხილ კანს და მაწონს კარგად ავურევთ ჯამში, 4 ჭიქაში მოვათავსებთ 30-40 გრამ მოცვს, შემდეგ დავამატებთ 50 გრ. მაწონს, ზემოდან მოვათავსებთ რამდენიმე ფორთოხლის ლებანს, შემდეგ ისევ გავიმეორებთ მოცვის, მაწონის და ფორთოხლის ფენებს და საბოლოოდ მივიღებთ საოცრად გემრიელ, დაბალკალორიულ დესერტს (ერთი ჭიქა დესერტზე საშუალოდ 185 კკალ.).

_OTHER BLOGPOSTS_