We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

Grand Bal

_from blog_:
_November_ 20, 2012
_by_ Anika
ნოემბრის მეორე ნახევარი ძალიან მიყვარს - არამარტო იმის გამო, რომ გიორგობა და წინასაახალწლო განწყობა ახლოვდება, არამედ იმის გამოც, რომ ამ პერიოდში დიდი რაოდენობით საინტერესო და “მადისაღმძვრელი” სიახლეები მოდის ხოლმე ჩვენთვის საყვარელი პარფიუმერული ბრენდებისგან.

Dior-ის საშობაო კოლექცია ხომ არ გინახავთ?! თუ არა, მაშინ მერწმუნეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით. ამ ჯერზე დიორის სახლის მაკიაჟის მიმართულებაზე პასუხისმგებელმა  არტ-დირექტორმა ტიენმა გრილ ფერებზე უარი განაცხადა და ახალ კოლექციაში სახელწოდებით Grand Bal ყველაზე თბილი და ნათელი ფერები წარმოადგინა. ალბათ, არც არის გასაკვირი მისი გადაწყვეტილება, ვინაიდან სადღესასწაულო განწყობას ასეთ ფერებში გადაწყვეტილი დახვეწილი და ქალური მაკიაჟი იდეალურად მიესადაგება.



ახალი ხაზის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი თვალის ჩრდილების და ტუჩის საცხების ნაკრები მგონია: იცით როგორია?! ბურჟუაზიული, მაღალი წრის წარმომდგენლებისთვის ორგანიზებული საღამო წვეულების ჯიბის წიგნაკს მოგაგონებთ, სადაც სავარაუდოდ, კეკლუცი გოგონები ცეკვის რიგში მყოფი კავალერების სახელებს იწერდნენ. ამ ოქროსფერ “წიგნაკს” გარეთა გვერდზე ოქროსფერში ჩასმული თვალის შავი ფანქარი აქვს მიმაგრებული, თვალის ჩრდილებში კი მარგალიტისფერი და ოქროსფერი ტონალობებია შერჩეული. ტუჩის ფერის გასახალისებლად კი მოთეთრო, “ზამთრული” ფერის და თბილის წითელი საცხებია მოთავსებული.



ამ ნაკრების შემდეგ ჩემი ყურადღება ფრჩხილის ლაქების და პომადების ულამაზესმა შეფუთვამ მიიქცია: მათი ფორმა სუნამოს ფლაკონს მოგაგონებთ. თუმცა, ლაქების პატარა ზომამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ: ლაქის მოხდენილად გადასასმელად ბოთლში საკმაოდ გრძელი ფუნჯი არის მოთავსებული.



და ბოლოს, არ მინდა გამომრჩეს, სადღესასწაულო წამწამები - ვიცი, ქართველები ნაკლებად მოვიხმართ ასეთი ტიპის მაკიაჟს, მაგრამ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ნამდვილად ღირს. თანაც, არ გადავიწყდეთ, რომ ერთ-ერთ ასეთ დასაწეპებელ წამწამში ოქროსფერი კრისტალები არის ინკრუსტირებული, რაც თვალებს განსაკუთრებულ ელვარებას აძლევს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







_OTHER BLOGPOSTS_