We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

გრანოლა მთელი ოჯახისთვის

_from blog_:
_June_ 23, 2017
_by_ Anika
ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება ვისაც გაინტერესებთ, მაშინ სიტყვა "გრანოლა" თქვენთვის უცხო არ იქნება. შესაძლოა, ბევრ თქვენგანს დაგემოვნებულიც კი ქონდეს ეს ნეტარი საკვები, თუმცა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობთ, დღევანდელ პოსტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. გრანოლა საუზმეზე მისართმევი და უცებ წასახემსებელი სასუსნავია, რომელიც შვრიის ფანტელისგან, თხილეულისგან, თაფლისგან და სხვადასხვა ტიპის დამატკბობლებისგან მზადდება, ღუმელში ცხვება ვიდრე კარგად არ დაიბრაწება და ხრაშუნა არ გახდება. სახლში მომზადებული გრანოლა იდეალური გადაწყვეტაა, ვინაიდან ზუსტად ვიცით რა ინგრედიენტებისგან და როგორაა დამზადებული, ის დიდი ხნით დაგვანაყრებს და თან სასარგებლო ნივთიერებებით მოამარაგებს ჩვენს ორგანიზმს.

გრანოლას მომზადების ბევრნაირი მეთოდი არსებობს, გააჩნია რა მოგვეპოვება სახლში და რა გვსიამოვნებს განსაკუთრებით. მოდით ერთ-ერთ მათგანი განვიხილოთ:

ქოქოსის ფანტელით და ნუშით მომზადებული გრანოლა, რომელიც ამასთან ერთად თაფლს, ქეშიუს თხილს, ვანილს და სურვილისამებრ ნებისმიერი ტიპის ხილის ჩირს შეიცავს. უგლუტენო, უცხიმოდ და უშაქროდ მომზადებული ასეთი გრანოლა მდიდარია ცილებით. მომზადების წესი მარტივია: თაფლს, წყალს, ვანილს და მწიკვ მარილს საშუალო ზომის ცეცხლე ვაცხელებთ, ვიდრე სითხე ბუშტებს არ გაიკეთებს, პერიოდულად ვურევთ კოვზით. ოდნავ დავუკლოთ ცეცხლს და ასე დავტოვოთ დაახლოებთ 20 წუთის განმავლობაში ვიდრე თაფლი კარგად არ გაცხელდება. ამასობაშ უცებ ცეცხლზე მოვბრაწავთ ქოქოსის ფანტელს და თხილს - მაქსიმუმ 6-8 წუთი, თაფლიან მასას გადმოვდგამთ ცეცხლიდან, ოდნავ გავაგრილებთ და ჩავყრით მობრაწულ თხილს და ქოქოსის ფანტელს. მასას ბრტყელ ჭურჭელში გადავიტანთ, კარგად გავასწორებთ ზედაპირს და 45 წუთით გასაგრილებლად დავტოვებთ. შემდეგ უკვე დავჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად და სულ ესაა.

chocpbgranolabars-7

ალტერნატივად გრანოლა შეიძლება მომზადდეს კაკაოს და შავი შოკოლადის პატარა ნაჭრებით, ქინოას მარცვლების და ფსტას გამოყენებით, გოგრის თესლის და სესამის მარცვლების მეშვეობით მომზადდეს - ინტერნეტში უამრავი საინტერესო რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ.

_OTHER BLOGPOSTS_