წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

გრეიფრუტის დიეტა

ბლოგი:
თებერვალი 28, 2013
ავტორი Anika
დიდი ხანია ანიკას ბლოგის მკითხველებთან დიეტებზე არ მისაუბრია. ამიტომაც, დღევანდელ პოსტს ამ თემას მივუძღნი - კერძოდ, კი გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ერთ ეფექტურ დიეტას შემოგთავაზებთ. ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე - ზამთარში “გადადებულ-დაგროვილი” ცხიმები და ზედმეტი კილოგრამები უცებ რომ ამოტივტივდება ხოლმე ზედაპირზე, როგორც კი შეთხელებულ სამოსზე გადავალთ.

ამ დიეტის ხანგრძლივობა 12 დღეა და როგორც ამბობენ, ამ პერიოდიში 3-დან 7 კილოგრამამდე შეიძლება დაიკლოთ. ლეგენდის თანახმად, ამ დიეტის წყალობით ეფექტურად დგებიან ხოლმე ფორმაში ბრიუკ შილდსი და კაილი მინოუგი.

დიეტის პრინციპი ასეთია: საკვების დღიური რაციონის კალორიულობა 800 კკალ-მდე უნდა დაიყვანოთ. დილით საუზმეზე ერთი გრეიფრუტის წვენი ან გრეიფრუტი მიირთვით და სადილზეც და ვახშამზეც თითო გრეიფრუტი. ამას გარდა, ნებადართულია ხორცის პროდუქტები, თევზეული და ქათმის ხორცი, სასურველია მოხარშული. დღის განმავლობაში ერთ ფინჯან ყავაზე მეტს ნუ მიიღებთ და კვებებს შორის მსუბუქ წახემსებაზეც უარი თქვით - დიეტის კონცეფცია ასეთია.

ნებადართული საკვები - უცხიმო ხორცი, რძის პროდუქტები დაბალი ცხიმიანობით, ხილი, ისპანაჰი, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა.

აკრძალული საკვები - დესერტი, კარტოფილი, მაიონეზიანი სალათები, პური, ბურღულეული, ყველი, კომბოსტო, კიტრი, სტაფილო, პომიდორი.

დიეტის დადებითი მხარეები - დიეტა საკმაოდ დაბალანსებულია. ნებადართული პროდუქტების სიაც საკმაოდ ვრცელია, ასე რომ ვიტამინების და მინერალების დეფიციტის არ შეგეშინდოთ. გარდა ამისა, გრეიფრუტი დიდი ოდენობით ცე ვიტამინს შეიცავს, რაც საუკეთესო დამხმარეა ორგანიზმის იმუნიტეტისთვის.

დიეტის უარყოფითი მხარეები - დღის განმავლობაში 800 კალორია არც ისე ბევრია, დამეთანხმებით. თუ თქვენ პარალელურად ვარჯიშობთ კიდეც და აქტიურ ცხოვებას ეწევით, შესაძლოა ადვილად დაიღალოთ.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ დიეტას მოკიდებთ ხელს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები