We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

გრეიფრუტის გამოყენება სილამაზის პროცედურებში

_from blog_:
_June_ 26, 2017
_by_ Anika
გრეიფრუტი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრების ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ციტრუსია: ის მდიდარია C ვიტამინით, უჯრედისით და ლიკოპენით. გასტრონომიული მიზნებისთვის მისი მოხმარება გვეხმარება კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებაში, არტერიული წნევის დარეგულირებასა და წონაში კლებაში. თუმცა, ამ მიმართულების გარდა, გრეიფრუტს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მისი სილამაზის პროცედურებში გამოყენების გზითაც - ის იდეალურია კანის ექსფოლიაციისთვის (მკვდარი უჯრედების აქერცვლა), დეტოქსიკაციისთვის და მბზინვარების მისანიჭებლად.

1. უპირველეს ყოვლისა, გრეიფრუტი შეგვიძლია წვრი-წვრილ ნაოჭებთან საბრძოლველად გამოვიყენოთ. ამისთვის შემდეგ ნიღაბს მოვამზადებთ: ნახევარი გრეიფრუტის წვენი (გრეიფრუტში არსებული რეტინოლი აღადგენს კანის დაზიანებულ მონაკვეთებს, წვრილ ნაოჭებს და აქვს კანზე მატონოზირებელი ეფექტი) და დახევარი ჭიქა მაწონი (მაწონში შემავალი პრობიოტიკები კარგად უმკლავდებიან აკნეს და კანის სიფერმკრთალეს) ავურიოთ პატარა ჯამში და გაწმენდილ სახეზე გადავისვათ. დავიტოვოთ 10 წუთით, ჩამოვიბანოთ და შემდეგ ყოველდღიური დამატენიანებელი წავისვათ. ეს ნიღაბი შეგვიძლია კვირაში ერთხელ გავიკეთოთ.

Screen Shot 2017-03-30 at 09.35.59

2. გრეიფრუტისგან შეგვიძლია სუპერეფექტიანი ტანის სქრაბი მოვამზადოთ მშრალი კანისთვის. ამისთვის ვიღებთ ნახევარი გრეიფრუტის წვენს, ერთ ჭიქა შაქარს და 3 სუფრის კოვზ ყურძნის წიპწების ზეთს და კოვზით კარგად ავურევთ. ეს ნიღაბი მთელ სხეულზე შეგვიძლია გამოვიყენოთ - გრეიფრუტში შემავალი სალიცილის მჟავა ფანტასტიურ შედეგს მოგცემთ გამომშრალი იდაყვების, მუხლების მონაკვეთებზე.

3. ცხიმიანი კანისთვის შეგვიძლია გამწმენდი ნიღბის მომზადება, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია ზურგზე არსებული გამონაყარისთვის. ვიღებთ ნახევარი გრეიფრუტის წვენს, ერთი სუფრის კოვზ თაფლს და ნახევარ ჭიქა სიმინდის ფქვილს, კარგად ავურევთ და სასურველ მონაკვეთზე (სახე და/ან ზურგი) გადავისვამთ.

_OTHER BLOGPOSTS_