We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

Guerlain-ის ახალი არომატი Guerlain Shanghai N5

_from blog_:
_August_ 31, 2012
_by_ Anika
ამ შემოდგომაზე ფრანგული პარფიუმერული სახლი Guerlain-ის სუნამოების კოლექციას Une Ville, Une Parfum ახალი არომატი შეემატება. გახსოვთ მსოფლიოს მეგაპოლისი ქალაქებისადმი მიძღვნილი წინა სურნელები?! ისინი პარიზის, ტოკიოს, ლონდონის და მოსკოვის სახელს ატარებდნენ. ამ სეზონზე კი კოლექციას ახალი, Guerlain Shanghai N5 შეემატება.

როგორც ჩანს, ფრანგული სახლი ამჟამად მეოცე საუკუნეში “აღმოსავლეთის პარიზად” წოდებული ქალაქის მოყვარულების გულის მოგებას გეგმავს, რაც ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს.

შანხაიში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ამ დიდი მეგაპოლისის მუდმივად და დინამიურად ცვალებადი იერსახის მიუხედავად, ის მაინც ახერხებს წარსული საგანძურის შენარჩუენბას. ამბობენ, შანხაის ცენტრი დროში მოგზაურობას წააგავსო, სადაც უძველესი შენობა-ნაგებობები კარგად არის შემონახული და იმავდროულად ევროპული კულტურის გავლენაც თვალსაჩინოა. ამ ყველაფრის შემხედვარე, თურმე, თხემით ტერფამდე “აღმოსავლეთით” იჟღინთები.



როგორც Guerlain-ის სახლის წარმომადგენლები წერენ, ახალი არომატის შექმნისას პარფიუმერი ტიერი ვასერი აღმოსავლური კლიშეების თავიდან აცილებას შეეცადა, იმ მიზნით, რომ არომატი პროგნოზირებადი და ადვილად გამოსაცნობი არ ყოფილიყო. საბოლოოდ სურნელი ძალიან დახვეწილი და ქალური გამოვიდა.

მოდით უფრო დეტალურად შევეცადოთ ახალი სუნამოს არსის გარკვევა: Guerlain Shanghai N5-ის არომატის დაყნოსვისას თავდაპირველად ნუშის აკორდებს შეიგრნობთ, რომელსაც ანისის ნოტების სდევს თან. სუნამოს შუაგულში ილანგ-ილანგის, ფლერდორანჟის და ჟასმინის ნოტები ზამბახის და მიმოზას მსუბუქ ნოტებს ერწყმის. არომატს პაჩულის, სანდალოზის და კედრის ხის ნოტები ასრულებს, რომელთაც დამატებით ვანილის ძალიან მსუბუქი არომატი ერთვის.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





_OTHER BLOGPOSTS_