We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

Guerlain-ის პარიზული გაზაფხული

_from blog_:
_February_ 06, 2013
_by_ Anika
ფრანგული კოსმეტიკური სახლი Guerlain უკვე ათწლეულებია მომხმარებლებს მაღალი ხარსიხის პარფიუმერიას და თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. მოლოდინი ამ პრესტიჟული ბრენდისადმი კლიენტებს უცვლელი აქვთ: პროდუქციის მაღალი ხარისხი, შეფუთვის ორიგინალურობა და პროდუქციის ეფექტურობა. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ რამე გენიალურ ნოვაციას გერლენისგან არ ველით ხოლმე.



თუმცა, ამ სეზონზე, კომპანიამ მაინც მოახერხა მომხმარებლების გაკვირვება ისეთი ახალი პროდუქტით, როგორიც შიდა საცვლებისთვის განკუთვნილი სუნამოა. კომპანიას ეს სიახლე საგანგებოდ ვალენტინობის დღესასწაულისთვის დაუგეგმავს. შესაბამისად, ყვავილოვან-მუსკუსის არომატის სპრეი EAU DE LINGERIE გაყიდვაშიც ვალენტინობის დღისთვის გამოვა.







თუ გერლენის დეკორატიული კოსმეტიკის ხაზს მივუბრუნდებით, სიახლეები აქაც საკმარისად არის ახალი, გაზაფხულის სეზონისთვის. სახლის შემოქმედებითი დირექტორის ოლივიე ეშოდმეზონისთვის ამჯერად ინსპირაცია პარიზის გაზაფხული ყოფილა. ამიტომაც, ამ კოლექციის ფარგლებში ისეთი ნივეთები შექმნა, რომლებიც პარიზის მაცხოვრებლების სტილს იდეალურად გამოხატავენ: დრამის ნაცვლად ბუნებრივი ელფერის სიყვარული, როდესაც ქალი ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმას ცდილობს, თანაც დილიდან გვიან ღამემდე. ასე რომ სულ მალე Guerlain-ის დახლებზე ახალ პროდუქციას უნდა ველოდეთ - ნაზი იასამნისფერი და ხალისიანი მომწვანო-სტაფილოსფერი თვალის ჩრდილები, ტუჩის მბზინავი საცხები და გელის კონსისტენციის ლაინერი, რომელიც თვალის შიდა მხარეზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ.





თუმცა, ამ ახალი კოლექციის მთავარი “საგანძური” მაინც გერლენის საკულტო მეტეორიტებია: ფერად-ფერადი მრგვალი ბურთულები სახელწოდებით Météorites Perles du Paradis , რომლებიც ამჯერად XXL გრანდიოზულ ფორმატში იქნება წარმოდგენილი. მეტეორიტების ტრადიციული მაკორექტირებელი ფერები ლურჯი და მწვანე ახალ კოლექციაში ორმა ახალმა ფერმა შეცვალა: ვარდისფერმა, რომელიც ზამთრის შემდეგ შემორჩენილ ნაცრისფერს ანეიტრალებს სახეზე და ვერცხლისფერი, რომელიც სინათლეს ირეკლავს და სახის კანს ზომიერ ბზინვარებას მატებს. ეს მეტეორიტები ჩვეულებისამებრ ნებისმიერი სახის ფერისთვის არის გამოსადეგი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_