ბლოგი:
აპრილი 17, 2014
ავტორი Anika
ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი და მინდა პროფესიონალების რამდენიმე რჩევა ანიკას ბლოგის მკითხველებსაც გავუზიარო. მოკლედ, საქმე ჩვენში ჯერ კიდევ არც ისე პოპულარულ და დამკვიდრებულ ენის საფხეკს ეხება: ვიცი, სახელწოდება არც ისე მიმზიდველად ჟღერს (ზოგიერთისთვის შესაძოა სრულიად უსარგებლოდ და სასაცილოდაც) მაგრამ ეს კარგი იქნება, თუ ეს მარტივი ნივთი ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ჰიგიენის აუცილებელად კომპონენტად იქცევა. რისთვის გვჭირდება ენის საფხეკი? მისი მეშვეობით, ენის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს, ტოქსინებს და მკვდარ უჯრედებს ვიცილებთ. ღამით, ძილის დროს ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ხომ ფხიზლობს და დაუღალავად მუშაობს ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად, ამ პროცესში ორგანიზმის მიერ გამოყოფილი "მავნე ნარჩენები" კი საბოლოოდ ენის ზედაპირზე ხვდებიან - ნაკლებად სასიამოვნო წარმოსადგენია. ამიტომაც, აუცილებელია რომ დილაობით სათანადოდ გავიხეხოთ ენა და მოვიცილოთ ღამის განმავლობაში დაგროვილი ტოქსინები. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტოქსინებისგან გათავისუფლება?
1. უპირველეს ყოვლისა, ამით პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაჩენის საფრთხეს ვიცილებთ თავიდან. ვინაიდან ყველაზე ვერაგი ბაქტერიები ენის სიღრმეში თავსდებიან, ეს ადგილი ძნელი მისადგომია ჩვეულებრივი კბილის ჟაგრისისთვის. ამიტომაც, აქ სპეციალური ენის საფხეკი თუ გვიშველის.
2. საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გემოს და ნერწყვის გამოყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენ დროულად არ მოვიცილეთ ენიდან ტოქსინები, ისინი გემოს რეცეპტორებს დათრგუნავენ, რის შედეგადაც სრულიად უადგილო და გაუაზრებელი ლტოლვა გაგვიჩნდება საკვების მიმართ და გაგვიჭირდება სხვადასხვა გემოების აღქმა.
3. ენა ხომ იმუნური სისტემის თავდაცვითი შემადგენელია, ამიტომაც, ენის გაწმენდით ჩვენ ხელს ვუშლით ტოქსინების ისევ ორგანიზმში გადასვლას და ამით ჩვენს იმუნიტეტს ვაძლიერებთ.
4. ეს რიტუალი ზოგადად დადებითად აისახება ჩვენი კბილების და ღრძილების მდგომარეობაზე და არაერთი პრობლემის პრევენციას ახდენს.
მოკლედ, თუ ამ ყველაფრის გადაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით ასეთი საფხეკის შეძენის აუცილებლობაში, მაშინ გამოყენებასთან დაკავშირებულ რჩევებსაც გაგიზიარებთ: ეს რიტუალი უმჯობესია დილაობით ჩავიტაროთ, საფხეკი ენაზე 5-10 ჯერ ჩამოვისვათ და ყოველი მანიპულაციის შემდეგ, საფხეკი კარგად გავრეცხოთ და გავაგრძელოთ, სანამ ენა კარგად არ გაიწმინდება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა