წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

გვეშინოდეს თუ არა ცხოველური ცხიმების

ბლოგი:
სექტემბერი 14, 2015
ავტორი Anika
შესაძლოა, ბევრ თქვენგანს ახსოვს კიდეც წლების წინ ატეხილი აჟიოტაჟი ცხოველური ცხიმების გარშემო, როცა ცხოველური ცხიმები ჯანმრთელობისთვის საშიშად გამოცხადდა. ეს ყველაფერი სამოცდაათიან წლებში ექიმი ენზელ კისის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას მოყვა, რომლის თანახმადაც იმ ქვეყნებში, სადაც ცხოველურ ცხიმებს აქტიურად მოიხმარდნენ, ინსულტების და ინფარქტების რიცხვი გაცილებით მაღალი იყო. მაშინ ეს სენსაციის ტოლფასი აღმოჩნდა, რამაც ბიძგი მისცა "უცხიმო" და "უქოლესტერინო" პროდუქციის აქტიურ წარმოებას. რეალურად, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დასავლეთში ცხოველური ცხიმის ხსენება შიშის ზარს სცემდა ჯანსაღ ცხოვრებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, ცხიმს ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მცენარეული წარმოშობისას აღიარებდნენ და მოიხმარდნენ. საუზმეზე ომლეტი ნახშირწყლებით გაჯერებულმა მიუსლიმ ჩაანაცვლა, კარაქი კი დროებით დავიწყებას მიეცა.

ზემოთხსენებულ "ცხოველური ცხიმების საყოველთაო მავნებლობის" თეორიას 1980-იან წლებში ექიმი ატკინსი გამოეხმაურა, რომელმაც ახალი წიგნის გამოქვეყნებით უარყო ეს თეორიაა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ რეალურად წონის გაკონტროლების მიზნით ნახშირწყლების მაქსიმალური შეზღუდვა უნდა მოხდეს, ხოლო ცხოველური ცხიმები კი შეგვიძლია შეუზღუდავად მივირთვათ. ატკინსის დიეტას 1990-იან წლებში არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა ჰოლივუდში, მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი ჯენიფერ ანისტონი იყო.

315@415@fe0d1e35de92491176679cb18d3c22fa-NzZhMjc1ZmQ5ZQ

უკვე 2000-იან წლებში აქტიური კვლევები დაიწყო და შედეგად მივიღეთ ახალი რეალობა: აღმოჩნდა, რომ ცხოველური ცხიმები სულაც არაა მავნებელი. რეალურად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, შვედეთი, ნორვეგია, სადაც ცხოველური ცხიმების მოხმარების მაღალი მაჩვენებელია, მოსახლეობაში არ აღინიშნებოდა გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების და ჭარბი წონის მომატებული მაჩვენებელი.

რეალურად, თანამედროვე ექიმების და დიეტოლოგების მტკიცებით, ადამიანის ყოველდღიური რაციონის კალორიების 30% ცხიმებზე უნდა მოდიოდეს. თანაც, ცხიმები ნახშირწყლებთან შედარებით გაცილებით დიდი ხნით გვანაყრებენ და ცხიმში მომზადებულ საკვებს ნოყიერს და ტვინისთვის გაცილებით სასიამოვნოს ხდიან. ამ დროს თურმე ტვინი იღებს ინფორმაციას, რომ ორგანიზმმა ნოყიერი საკვები მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ შეიძლება ჭამის შეწყვეტა. ექიმების თმით, ცხიმი დადებითად მოქმედებს ტვინის რუხ ნივთიერებაზე და შეიცავს ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ლეციტინს და კაროტინს, A E და D  ვიტამინებს. მოკლედ, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუზმეზე მირთმეული კარაქიანი პური დანაშაულთა სიიდან შეგიძლიათ ამოიღოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები